დღეს, სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნებიდან“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად ავთანდილ თალაკვაძე წარადგინა.
ქვეყნაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე, განათლების დარგში, სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კუჭავამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ავთანდილ თალაკვაძემ მადლობა გადაიხადა დიდი ნდობისთვის, ისაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივებზე.
_გურიას განსაკუთრებული პოლიტიკური კულტურა გამოარჩევდა მუდამ და ჩვენ კვლავ გავაერთიანებთ ყველას. მე, რაც ცოდნა დავაგროვე, ყველას მოვახმარ ჩემს ქალაქს. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, _ თქვა ავთანდილ თალაკვაძემ და შეკრებილთა წინაშე და ქ. ოზურგეთში და გაერთიანებულ სოფლებში პარტია „ქართული ოცნებიდან“მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა აქ შეკრებულ საზოგადოებას: ლელა საჯაია,ნინო ნადირაშვილი, დავით მდინარაძე, ვახტანგ ნიჟარაძე, ბექა თოიძე, გიორგი ჩაგანავა,გოგიტა ართმელაძე, თამაზ ტუღუში, ტარიელ (გელა) აროშიძე, დავით ჭაკნელიძე, ნინო მახარაძე, ტიტე მგელაძე, პაატა კიღურაძე, მარიკა ჩხიკვიშვილი, ნუგზარ სარჯველაძე.
ავტორი: გაზეთი „ალიონი“
მსგავსი სტატიები
- 57https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
- 50ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 50„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის…
- 47დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 43თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და…