საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.

ჯგუფის წევრებს ქალაქ გორში მფლობელობაში გააჩნდათ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით და ტექნიკური აღჭურვილობით, სადაც ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ფილტრიანი სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე დამზადებას და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი ბრალდებულები სიგარეტის დასამზადებლად ძირითადად იყენებდნენ ცნობილი უცხოური ბრენდის დასახელებას და სასაქონლო ნიშანს.

მიმდინარე წლის 16-19 სექტემბერს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი ძირითადი დანაშაულებრივი საქმიანობის მისამართზე ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2 176 000 ლარზე მეტი ღირებულების 325 000-მდე კოლოფ უაქციზო ფილტრიან სიგარეტს, რაც საგამოძიებო ორგანომ ამოიღო.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები

  • 72
    პროკურატურის საგანგებო ბრიფინგისაქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პროკურატურის თანახმად, ბრალდება წარედგინა: ბექა მაჭავარიანს, ალექსანდრე გოგოლაძეს, ევა შაშიაშვილს, გიორგი რურუას, ვახტანგ ფიცხელაურს, დავით სტურუას, მანუჩარ მიქელაძეს,…
  • 71
    პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინასაქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ (α-PVP) და 4-ცმც (კლეფედრონი), რომელთა ნაწილი დააფასოვა და რეალიზაციის მიზნით სამ სხვადასხვა ლოკაციაზე…
  • 69
    ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია დააკავესრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, რომელიც სსიპ…
  • 68
    პოლიციამ ბოლო 48 საათის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი სახოკიას ბრიფინგი:  შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც  ინტენსიურად  განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი ღონისძიებების გატარებას. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ერთდროულად კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. ბოლო 48 საათის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 75 პირი, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე,  უცხო ქვეყნის მოქალაქეები.  დაკავებულებს…
  • 68
    ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროშიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული კიდევ ერთი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, გვიან ღამით, აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – 3 კილოგრამამდე „კოკაინი”, 13 000-მდე „ექსტაზის” აბი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, სავარაუდოდ…