მე მგონი, უნდა ილოცონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს. ძალიან მკაცრი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც ხელს აღმართავს პოლიციელზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე აქციის დროს დაშავებული ჟურნალისტებისა და პოლიციელების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძემ აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეადარა და თქვა, რომ ისინი მათი ხელწერით მოქმედებენ.
„ჩამოსვლის წინ ვუყურებდი კადრებს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს დაესხნენ, ასევე „იმედის“ ჟურნალისტი იყო. რა თქმა უნდა, ესეც აჩვენებს მათ რეალურ სახეს, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ მედიის მიმართ. ეს არის ჩვეულებრივად „ნაცის“ სახე. ხომ გახსოვთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამ პოლიტიკურ ძალას თავის დროზე, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და იგივე ხელწერით მოქმედებენ ეს ახალგაზრდა „ნაცებიც“. ახალგაზრდა კაცი იყო, რომელმაც დააზიანა ერთ-ერთი ჟურნალისტი. ახალგაზრდა „ნაციც“ არის ზუსტად ისეთივე „ნაცი“, როგორებიც იყვნენ ხელისუფლებაში შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენლები. ყველა მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს.
რაც შეეხება სამართალდამცველებს, არიან დაშავებულები, მათ შორის, ერთ-ერთ დაშავებულს აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, აქვს მოტეხილობა, აქვს ჰემატომა და ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მე მგონი, უნდა ილოცონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს. ძალიან მკაცრი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც ხელს აღმართავს პოლიციელზე. უმკაცრესი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც ხელს აღმართავს პოლიციელზე. ეს რეაგირება არ იქნება მათთვის მარტივი და მსუბუქი“, – განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სტატიები
- 55
ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“. 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც ასე რომ იყოს, ამას სჭირდება, დაახლოებით 30 ათასი სამარშრუტო ტაქსი ან 10 ათასზე მეტი ავტობუსი. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, მე ამის არ მჯერა, -…
- 53
ეს ფაქტობრივად საბოლოო მონაცემებია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეადგინა საბოლოო შემაჯამებელი ოქმი და მისი გასაჩივრების უფლება მხოლოდ შესაბამის უფლებამოსილ, დაინტერესებულ პირებს გააჩნია კანონმდებლობის თანახმად, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის არჩევის პროცედურის დასაკვირვებლად რომელიმე საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაცია, კალანდარიშვილმა უპასუხა, რომ…
- 52
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის გზისადმი ერთგულება. განცხადების თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი…
- 52
ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა იმიტომ, რომ არსებული 30 „აკაცუკი“ არავის აინტერესებს, არც მათი ჩხავილი, ხავილი,-ასე შეაფასა თბილისი მერმა, კახა კალაძემ გუშინ მელიქიშვილის გამზირზე მის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირება. კახა კალაძის თქმით, იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო გააკეთებს შესაბამის შეფასებას…
- 51
რაც არ უნდა სცადონ ოპოზიციამ და მიკერძოებულმა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომ წარმოაჩინონ გაზვიადებულად საკითხები, ეუთო/ოდირის დასკვნაში ყველაფერი ეს აისახა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს გურჯაანში განუცხადა. მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნაში აისახა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არის მშვიდ გარემოში. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ეუთო/ოდირს მთავარ პრობლემად აღნიშნული აქვს პოლარიზაცია და…