პიერ ბიდერმანი – გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო
ექსპერტი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage SARL -ის დამფუძნებელი და მთავარი ექსპერტი

გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი პიერ
ბიდერმანი, ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორ მიმდინარეობს მშენებლობის ეტაპზე გარემოსდაცვითი და სოციალური მმართველობის პრინციპების ყოველდღიურ საქმიანობაში გატარება.

„ბახვი ჰესის პროექტის დაგეგმვის ეტაპზევე განისაზღვრა კონკრეტული
ვალდებულებების ნუსხა, რომელიც ჩაშლილია განმახორციელებელი კომპანიის,
კონტრაქტორის და ქვეკონტრაქტორის დონეებზე. ამას „კონტრაქტორულ ჯაჭვს“
ვუწოდებთ. ვალდებულებები, რომლებიც ინვესტორმა დააკისრა განმახორციელებელ კომპანიას, აღნუსხულია განმახორციელებელ გუნდთან არსებულ ყველა შეთანხმებაში, ხოლო განმახორციელებელმა კომპანიამ ეს მოთხოვნები შეიტანა კონტრაქტორებთან დადებულ ხელშეკრულებებში. შესაბამისად, პროექტში ჩართული ყველა მხარე სამუშაოების წარმოებისას ხელმძღვანელობს, როგორც საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებით, ასევე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის
გარემოსდაცვითი და სოციალური მმართველობის სტანდარტებით. რაც შეეხება რეალურ შესრულებას, აქ მთავარია მონიტორინგი. ადგილზე წარმოდგენილნი არიან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულების პროფესიონალები, რომლებიც ყოველდღიურად აკვირდებიან მიმდინარე სამუშაოებს, რათა აღებული ვალდებულებები ეფექტიანად ხორციელდებოდეს. სამართლებრივი პერსპექტივიდან, ბახვი ჰესის პროექტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნიადაგის მართვა, ეროზიის კონტროლი, ჰაერის ხარისხი,
წყლის ხარისხი და სხვა. ამას შეიძლება „ფიზიკური ზემოქმედება“ ვუწოდოთ.
ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხების კუთხით, პროექტის
დაგეგმარების ადრეულ ეტაპზევე გამოიკვეთა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიმართულებით ადგილობრივი კანონმდებლობა იმაზე ნაკლებ მოთხოვნებს უყენებდა პროექტს, ვიდრე ამას ინვესტორების სტანდარტი ითხოვდა. იმისათვის, რომინვესტორების სტანდარტი დაეცვა, გუნდმა მოიწვია საერთაშორისო დონის სპეციალისტები. საპროექტო ტერიტორიაზე ჩატარებული ბიომრავალფეროვნების კვლევების შედეგად გამოვლინდა რამდენიმე ისეთი სახეობა, რომლებიც საქართველოს ფლორისა და ფაუნის კონსერვაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ამ ფაქტმა გამოიწვია სპეციფიკური შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება კონკრეტული სახეობებისთვის. მაგალითად, კავკასიური სალამანდრისა და რეგიონში არსებული
სხვადასხვა რეპტილიებისათვის შემუშავდა სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც გზშ- ს მოთხოვნით სავალდებულო არ იყო. დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის ვალდებულება, მხოლოდ სკოპინგის და გზშ-ს ეტაპებზე იყო გათვალისწინებული არსებული კანონმდებლობით. თუმცა, რადგან პროექტი ართვაში იყენებს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოსდაცვით და სოციალური სტანდარტებს, დღის წესრიგში დადგა დამატებითი მექანიზმების შემუშავების საჭიროება. მაგალითად,
დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმის განხორციელება, კარდაკარის
მიდგომის დანერგვა და სხვა. დამატებითი ღონისძიებები მიზნად ისახავდა
საზოგადოების ფართო და ყოვლისმომცველ ჩართულობას, ასევე, ხელმისაწვდომი პლატფორმების შექმნას, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებოდათ, თავისუფლად დაესვათ კითხვები ან გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები“.
ვიდეო იხილეთ ამ ბმულზე:

 

მსგავსი სტატიები

  • 90
    მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია.  ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების  სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
  • 89
    ბახვი ჰესი - ჩართულობა და გამჭვირვალობაhttps://www.youtube.com/watch?v=RQx1nrMpomE   პიერ ბიდერმანი - გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage SARL -ის დამფუძნებელი და მთავარი ექსპერტი ბახვი ჰესის ინიციატივით ჩაიწერა ვიდეო ინტერვიუ საერთაშორისო ექსპერტთან პიერ ბიდერმანთან, რომელიც გარემოს დაცვის, სოციალური პროექტებისა და მმართველობის საერთაშორისო ექსპერტია. 2021 – 2022 წლებში ის, როგორც დამოუკიდებელი, მოწვეული ექსპერტი, აწარმოებდა…
  • 88
    „ სამწუხაროდ, მავანთა წადილმა თავისას მიაღწია, რვავე ბაობაბის ხე გახმა" - რა განცხადებას ავრცელებს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკიშეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.…
  • 81
    გარემოს ზედამხედველობის  სამსახური გამოძახებაზე არ რეაგირებსწლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა  მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც  3 მილიონი  კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე  მონაკვეთზე და…
  • 78
    აშენდება თუ არა ცემენტის ქარხანა ოზურგეთშიოზურგეთს და ოზურგეთელებს კარგად ახსოვს ტოქსიკური წარმოების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები, რომელიც ინდური კომპანიის მიერ ექადიის ტერიტორიაზე, მდინარე აჭისწყლის მიმდებარედ  ჯერ ტყვიის  და შემდეგ ალუმინის გადამამუშავებელ საწარმოს მოწყობას უკავშირდებოდა. მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორის  ხანგრძლივ პროტესტს, სპეციალისტების რჩევებს შედეგი მოჰყვა. მოსახლეობა არ დაპირისპირებია ადგილობრივ ხელისუფლებას, პირიქით, მათგან გვერდში დგომას ითხოვდა და შედეგსაც…