საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ეხმაურებიან ემიგრანტები. მათი განცხადება, პლატფორმა Earthoba–ზე გამოქვეყნდა.
“ჩვენი ხმა – ჩვენი სახელმწიფოა!
ჩვენი არჩევანი – ჩვენი უფლებაა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით!
ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას და არა პრივილეგია!
მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს – ევროკავშირს, ევროპარლამენტს, აშშ-ს, ევროპის საბჭოს, საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასა და ინტიტუციებს –
გამოიყენონ ყველა დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი რათა მხარი დაგვიჭირონ საქართველოს მოქალაქეებს ამ ბრძოლაში და განახორციელონ აქტიური მონიტორინგი, რადგან ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვა წარმოადგენს დემოკრატიის განადგურების ბოლო ინდიკატორს და არჩევანის უფლების შეზღუდვა არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ეს საქართველოს კონსტიტუციის მიზანიმართული დარღვევა, ადამიანის ფუნდამენტალური უფლების გათელვა და მოქალაქეების პოლიტიკური უფლებების სისტემური დემონტაჟია, რადგან ჩვენი ხმა არის საქართველოს სახელმწიფო!
საქართველოს დიასპორა ქვეყნის განუყოფელი ნაწილია! ჩვენ ბევრი ვართ! ჩვენ ყველგან ვართ! ჩვენს ხმას ვერავინ ჩაახშობს!”, – წერია ერთობლივ განცხადებაში.
სამართლებრივი არგუმენტები:
საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 5 (2) : სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვას.
მუხლი 28 (1) : საქართველოს მოქალაქეს აქვს ხმის მიცემისა და არჩევის უფლება.
მუხლი 28 (2) : ხმის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კონსტიტუციით მკაფიოდ განსაზღვრული შემთხვევებით – ტერიტორიული საფუძველი ან უცხოეთში ყოფნა ასეთი შეზღუდვის საფუძველი არ არის.
მუხლი 29 (1) : ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და არ შეიძლება დისკრიმინაცია სოციალური ან სხვა სტატუსის საფუძველზე, მათ შორის – საცხოვრებელი ადგილით.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
მუხლი 7 : საგარეო რაიონში შექმნილი უბნები სრულფასოვანი საარჩევნო უბნებია.
მუხლი 8 : საელჩოებში, საკონსულოებში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ორგანიზებული არჩევნები არის სახელმწიფოს ვალდებულება.
საერთაშორისო სამართლის ნორმები :
ICCPR – სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი
მუხლი2 : სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს ყველა უფლების რეალიზება დისკრიმინაციის გარეშე საცხოვრებელი ადგილის საფუძველზე.
მუხლი 25(b) : ყველა მოქალაქეს აქვს უფლება აირჩიოს და იქნეს არჩეული „განსხვავების გარეშე“.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (პროტოკოლი №1, მუხლი 3)
სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს თავისუფალი არჩევნები ისე, რომ არ შეიზღუდოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლება არასამართლიანი ან დისკრიმინაციული კრიტერიუმით.
ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენცია
მუხლი 21-22 : საელჩოებისა და საკონსულოების შენობებს აქვთ ექსტერიტორიული სტატუსი, ანუ იქ მოქმედებს მიმღები სახელმწიფოს ნაცვლად წარმგზავნი სახელმწიფოს – საქართველოს იურისდიქცია.
Sk. news.ge
მსგავსი სტატიები
- 83
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 7927 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში გაიმართა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა- „ნონას თასი-2024“-ის, მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებიდან საუკეთესო საჭადრაკო გუნდის გამოვლენას.როგორც ჭადრაკის მოყვარულებმა იციან ეს მაშტაბური ღონისძიება ტარდება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი პროექტით და მასში მონაწილეობს 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებით შედგენილი ქვეყნის საჯარო…
- 78
6 - 7 აპრილს მიმდინარე საქართველოს პირველობა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში 20 წლამდელთა შორის დასრულდა. რომელსაც ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონები და ოქროს მედლის მფლობელები ოზურგეთიდან გახდნენ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : ლუკა ჯავახაძე - 55კგ; ნიკოლოზ… - 78
ევრობასკეტის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები მასპინძელ კვიპროსს ლიმასოლში დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 93:61 დაამარცხა. ნაკრებს აშკარად დავალებული ჰქონდა პერიმეტრიდან შეტევა და ქართველი კალათბურთელებიც არერიდებოდნენ, თუმცა 13-დან მიზანს 3-მა უწია, პირველი ათწუთეული კი 15:13 დასრულდა. საუკეთესო შენგელია გახლდათ 7 ქულით, გოგამ 6 ჩააგდო, ბოლდვინმა კი - 2. მეორე მეოთხედში ქართველები ჯიუტად… - 78ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…