გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ადამისტრაციის თანამშრომლებს აპარატის ახალი უფროსი, ნიკა ბოლქვაძე წარუდგინა.

ნიკა ბოლქვაძე 2022 – 2025 წლებში იკავებდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობას. აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
გურიის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსად ბექა ჩხიკვიშვილი მუშაობდა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის 2025 წლის არჩევნების შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი მერის პაატა კუნჭულიას პირველ მოადგილედ დაინიშნა.
მსგავსი სტატიები
- 81
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ ლაშა ჭელიძე დაინიშნა. ახალი მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს წარუდგინა. ლაშა ჭელიძეს გააჩნია კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2020 წლიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში. Sofo - 76
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი… - 76
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს… - 76
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 75
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში მცხოვრებ მარუსია სირაძეს 100 წელი შეუსრულდა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მარუსია სირაძეს იუბილე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა. მარუსია სირაძეს 9 შვილიშვილი, 13 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.