შვეიცარიის პრეზიდენტმა გი პარმელენმა კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მდებარე ერთ-ერთ ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა .
პრეზიდენტის თქმით, ხანძარი ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიაა ქვეყნის ისტორიაში.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 115 დაშავდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა იდენტიფიცირებას, შესაძლოა, რამდენიმე დღე, ან კვირა დასჭირდეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
შვეიცარიაში მომხდარი ხანძრის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მომხდარი შემაძრწუნებელი ტრაგედიის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა!“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
მსგავსი სტატიები
- 72
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“… - 67
ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის… - 65
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 800-ს აჭარბებს , - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 2800 ადამიანი დაშავდა. მაშველები რამდენიმე დასახლებამდე მისვლას რთული მთიანი რელიეფისა და ცუდი ამინდის გამო ვერ ახერხებენ. ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, შარაფატ ზამანმა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა. ავღანეთში მომხდარ 6 მაგნიტუდის… - 65
სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, „ბაგრატაშენის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე შსს-ს რეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხუთი ეკიპაჟი, წყალმზიდი და საპატრულო დანაყოფები იყვნენ მობილიზებული. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი… - 64
