საარჩევნო ადმინისტრაციაში კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი დაინერგა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ინფორმაციის დაცულობის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი საარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს ახორციელებს და ამზადებს ანალიზს თუ რა ტიპის ინფორმაცია ვრცელდება საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ; კერძოდ, ცენტრის მიზანია, გამოავლინოს არასწორი ან ცრუ ინფორმაცია, უზრუნველყოს ორგანიზაციის მიერ გავრცელებული სიახლეების სისწორე და კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთოს მცდარი სიახლეების გავრცელება. საქართველოს ცესკო პირველია საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის, რომელმაც ასეთი ინოვაციური პროექტი განახორციელა.

ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მუშაობის სპეციფიკა დღეს ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო. პრეზენტაციის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა პირადად დაათვალიერეს უშუალოდ ინფორმაციის დაცულობის ცენტრი.

„გასულ წელს, ისევე როგორც ამ არჩევნებზე გამოვლინდა დეზინფორმაციის, არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები. ეს არის ის საკითხი, რასაც ამომრჩეველი საერთო ჯამში მიჰყავს არასწორ აღქმებამდე და ამომრჩეველს უჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე საარჩევნო პროცესის მიმართ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ის ინფორმაცია და რეალობა, რომელიც საარჩევნო პროცესის სწორად წარმართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენს მთავარ პარტნიორთან, IFES-თან ერთად, რომელიც ამ პროექტს USAID-თან ერთად ახორციელებს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ავამუშაოთ ისეთი მექანიზმი, რომელიც ზუსტად მოახდენს ერთი მხრივ ამ ინფორმაციის დაცვას და მეორე მხრივ მომავალში დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციას.

საუბარია ფაქტების კონსტატაციაზე, სტატისტიკური მონაცემების დამუშავებაზე. ჩვენ დავამონიტორინგებთ ყველა იმ ძირითად საშუალებას, რომელიც ავრცელებს ინფორმაციას საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში. მოვახდენთ არასწორ ინფორმაციასთან მიმართებაში სწორი ფაქტების მიწოდებას საზოგადოებისთვის. შემდეგ უკვე საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა იქნება მისთვის სარწმუნო და მისაღები. მთავარი არის ის, რომ ჩვენ დავიცვათ სწორი ინფორმაცია და არ მოხდეს საარჩევნო  პროცესის და ინსტიტუციის დაზიანება,“ – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა დღევანდელი პრეზენტაციის შემდეგ.

ცენტრმა მუშაობა 16 აგვისტოდან დაიწყო და მისი მონიტორების მიერ დამუშავებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე პერიოდულად მომზადდება ანგარიშები, რომლის შესახებაც ეცნობება საზოგადოებას. შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. მომზადდება როგორც შუალედური, ისე დასკვნითი ანალიზი და მონიტორინგის მიგნებების საბოლოო ანგარიშიც.

ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ცესკოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიხსნა. ეს უკვე მეორე არჩევნებია, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხზე თანამშრომლობს. ინფორმაციის დაცულობის ცენტრი პილოტის რეჟიმში ცესკოში, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზეც მოქმედებდა.

 

მსგავსი სტატიები

  • 67
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 66
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 63
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 62
    ოზურგეთი საარჩევნო ბილბორდებისა და ბანერების ღია სამუზეუმო ქალაქის პერსპექტივითოზურგეთში რომ უცხოელი ჩამოვიდეს და ქალაქს თვალი გადაავლოს, ქუჩებში იმდენი საარჩევნო გარე რეკლამაა შემორჩენილი, იფიქრებს, რომ გურულების სათავო ქალაქი საპარლამენტო არჩევნების სამზადისშია, არადა, რამდენიმე დღეში 8 თვე გახდება, რაც ეს არჩევნები ჩატარდა. თავიანთი მასშტაბურობით განსაკუთრებით თვალშისაცემია ქალაქის გულის გულში, სახელად პსპ-ს ¬და გამოსაყენებლად სხვათა შენობაზე განთავსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო…
  • 60
    გიორგი სიორიძე: საარჩევნო ადმინისტრაცია გახდა “ქართული ოცნების” დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტი არჩევნებზე მანიპულაციებისთვის„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, უნდა აღვნიშნო, რომ მოცემულ ვითარებაში ადმინისტრაცია უკვე გახდა „ქართული ოცნების“ დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტი არჩევნებზე სხვადასხვა მანიპულაციისთვის“. ამის შესახებ დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გურიაში გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით 12 ათას ადამიანამდეა კოვიდინფიცირებული. ასევე ათასობით განისაზღვრება…