პენტაგონი უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის საკითხს განიხილავს, – ინფორმაციას The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ირანში მიმდინარე ომის ფონზე აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო მარაგები შემცირდა.
წყაროების განცხადებით, პენტაგონს უკრაინის ნაცვლად სამხედრო დახმარების ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აშშ ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გაგზავნის, რომლებიც პარტნიორმა ქვეყნებმა ნატო-ს ინიციატივის (PURL) ფარგლებში უკრაინისთვის შეუკვეთეს.
პენტაგონის წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ „აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა ამერიკელ სამხედროებსა და პარტნიორებს ყველაფერი ჰქონდეთ, რაც ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის სჭირდებათ“.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 68
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 67
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 67აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 67
აშშ-სა და უკრაინის მიერ გაფორმებული იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმება 57 სახის სასარგებლო წიაღისეულისა და აშშ-ის სამხედრო დახმარების საკითხს მოიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტის გაცნობის შემდეგ ავრცელებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და უკრაინის მთავრობებს შორის გაფორმებული „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმება პოლიტიკურ პარამეტრებს განსაზღვრავს, კერძოდ,… - 67
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…