უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში წყალში მხტომელთა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც საქართველოს წარმომადგენლებმა გამოსვლა ბრწყინვალე შედეგით დაასრულეს. ხუთმა სპორტსმენმა 6 მედლის მოპოვება შეძლეს.
ქართველმა სპორტსმენებმა უმაღლესი სინჯის მედალი ორ დისციპლინაში მოიგეს და ორივეში წარმოშობით ოზურგეთელი ალექსანდრე ცხომელიძე ფიგურირებდა.
ის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 13 ქვეყნის სპორტსმენებს შორის ჯერ სამმეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომაში გიორგი წულუკიძესთან ერთად დუეტში დაგროვილი 251 ქულით ავიდა, ხოლო შემდეგ სამმატრიანი ტრამპლინიდან ინდივიდუალურ ხტომაში 444,80 ქულით საუკეთესო შედეგი აჩვენა. ამავე დისცილინაში ვიცე-ჩემპიონი _გიორგი წულუკიძე (444,20 ქულა) გახდა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი კოკა საკანდელიძე (437 ქულა).
ბრინჯაოს მედლები ერთმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში თეკლა შარიამ (212 ქულა) და თორნიკე ონიკაშვილმა (293 ქულა) მოიპოვეს.
„ასეთი რამ წლებია არ მომხდარა, ბოლოს, ჯერ კიდევ ძველი დროშის დროს იყო, როდესაც საქართველოს წარმომადგენლებმა კვარცხლბეკის სამივე ადგილი ერთდროულად დაიკავეს, მაშინ ეს გოგოებმა შეძლეს ასევე უნგრეთში, ქ. სოლნოკში.
ახლა კი მეორდება ეს საოცარი შეგრძნება, ასევე უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში ოღონდ ამჟამად ბიჭების დამსახურებით: ალექსანდრე ცხომელიძის, გიორგი წულიკიძის და კოკა საკანდელიძის დამსახურებით
სამმაგად აფრიალდა საქართველოს დროშა,
სამმაგი სიხარული მოუტანა საქართველოს და მწვრთნელებს
სამმაგად გვეამაყებიან“ _აღნიშნავენ სოციალურ ქსელში.
მსგავსი სტატიები
- 67
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 60
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი… - 59ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 59
4 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი… - 59
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…