გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.

წყარო: MIX

მსგავსი სტატიები

  • 83
    გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. სამართალდამცველების მიერ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლად მცხოვრებ - 1968 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა…
  • 80
    გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავაგურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.  გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა ბ. პ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.…
  • 74
    სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ორი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული დ.ჭ. და წარსულში ნასამართლევი, 2004 წელს დაბადებული ზ.პ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა არასრულწლოვანი ნ.ღ. თბილისში, ერთ-ერთ ჰოსტელში მოტყუებით წაიყვანეს, სადაც ორივე მათგანმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ძალის გამოყენებით, სექსუალურად რამდენჯერმე…
  • 74
    შსს - გურიაში მომხდარ მკვლელობაზე 70 წლამდე მამაკაცი დააკავეს - დადგინდა, რომ მან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მეუღლეს ჭრილობა თავის არეში მიაყენამამაკაცი, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა, პოლიციამ დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის…
  • 73
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი - 1987 წელს დაბადებული თ.ზ. დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულის მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ე.წ. მოლოტოვის…