ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძიმითის მე-3 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ახალი ხიდი, გზის მიერთებები და სანიაღვრე არხები. ამ ეტაპზე კი 2 550 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარის დაგება და ეზოებში შესასვლელების მოწყობა მიმდინარეობს.
გზის რეაბილიტაცია, რომელიც 2 304 960 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მსგავსი სტატიები
- 83
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს შემოქმედი - ჭალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები და მიმდინარეობს 2 მეტრამდე სიგრძის გზის მოწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება,… - 79
დაბა ურეკში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. პროექტით გათვალისწინებულია 850 მეტრი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია. მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე ადგილზე გაეცნენ. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. - 79
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თავართქილაძისა და ორბელიანის ქუჩებზე გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ეწყობა 1 370 მეტრი სიგრძის ახალი გზა და სანიაღვრე არხები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაცხოვრებლების გადაადგილებას და მოძრაობის უსაფრთხოებას. მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე გაეცნენ. პროექტი, რომლის… - 79
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან პაატა კუნჭულიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, დაბა ურეკში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ამჟამად, ზედა ურეკში მიმდინარეობს 400 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთის მოწყობა. სამუშაოების ფარგლებში უკვე აშენდა სანიაღვრე არხები და დაგეგმილია ეზოებში შესასვლელების მოწყობაც. დასრულდა წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია,… - 78
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, დაბა ურეკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში იგეგმება 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზის მოწყობა. სამუშაოების საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს.