5 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმში ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობით, მშობლების ჩართულობით „ჩაის ფესტივალი _ისტორია ფინჯანში“ გაიმართა.

 _მსგავს ღონისძიებებს მე-4 წელია ვაკეთებთ. თავიდან ეს პროექტის ფარგლებში_„არამატერიალური ქართული კულტურის ძეგლები“(ხელმძღვანელი ნანა გაგუა) ეწყობოდა. შემდეგ პროექტი შეწყდა, თუმცა ჩვენ ახალი მოდელის პროექტს ვაგრძელებთ.თავდაპირველად  ჩურჩხელის ფესტივალი ჩავატარეთ, სადაც გურული ჯანჯუხა და ფელამუშიც იყო წარმოდგენილი, შემდეგ ღვინის ფესტივალი, შემდეგ შემოდგომის ზეიმი მოვაწყვეთ, ახლა კი _ ჩაის ფესტივალი.ლიხაურის სკოლა V_დან  XI კლასის ჩათვლით არის ფესტივალზე წარმოდგენილი. II კლასმაც გამოთქვა სურვილი და პატარებიც მონაწილეობენ. გარდა ამისა საკუთარი წარმოების ჩაი წარმოადგინა ადგილობრივმა მეწარმემ ნანა ცეცხლაძემ, ხოლო ნიჭიერმა შემოქმედმა ნანა ჭანიშვილმა _ საკუთარი ხელით შექმნილი სამკაულები _გვითხრა სკოლის დირექტორმა ირმა მენაბდემ.

როგორც გვითხრეს ექვთიმეს სოფელში ამ ლამაზ ღონისძიებებს ისტორიულ-ეთნოგრაფიული  კლუბი „ექვთიმე“ და პედაგოგი მაია გოგორიკიძე უძღვება. ამ ღონისძიების მომზადებაში  ჩართული იყო რესტორანი „დოლაბიც.“

საინტერესო ისტორიებს მოისმენდი თითოეულ მაგიდასთან.

პირველად გერმანულ კუთხეს ვესტუმრეთ. მასპინძელი გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან დობორჯგინიძე გახლდათ:

_მე 18 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი გერმანიაში, იქ დავამთავრე უნივერსიტეტი. ლიხაურში გამოფენაში პირველად ვმონაწილეობ. ამჯერად ამ გამოფენაზე გერმანულ კულტურას ვაცნობ დამთვალიერებელს და იქაურ ჩაის დავაგემოვნებინებ.

გერმანიაში ჩაის პლანტაციები აღმოსავლეთ ფრიზიაში, ჩრდილოეთ გერმანიაში მდებარეობს. ჩაის კულტურა აქ ჰოლანდიიდან შევიდა. გაგიკვირდებათ და აქ ადამიანები ჩაის სმით მსოფლიო რეკორდს დაამყარებენ_წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 300 ლიტრი ჩაი მოდის.

ჩაის კულტურა იმდენად უნიკალური და ტრადიციულია, რომ 2016 წელს იუნესკომ მას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.

ჩაის სმის ტრადიციული ცერემონიალი არსებობს, ძირითადად გამოიყენება ძლიერი შავი ჩაი, ჯიშების ნაზავი, რომელიც მუქი და მაგარია.

ოჯახში სტუმრობისას მიღებულია მინიმუმ სამი ფინჯანის დალევა_გვითხრა მან.

შემდეგ მან პატარა ფაიფურის ფინჯანის ფსკერზე შაქრის ნატეხი მოათავსა და ცხელი ჩაი პირდაპირ შაქარს დაასხა.

როგორც ქეთევან დობორჯგინიძემ აგვიხსნა,ჩაიში პატარა კოვზით ფრთხილად ასხამენ ნაღებს, რომელიც ჩაიში იშლება და ქმნის ცისფერ „ღრუბელს“.მათი წესის მიხედვით ჩაის არ ურევენ. შედეგად სასმელი სამ ფენად გემრიელდება: თავიდან ნაღების სირბილე, შუაში _მაგარი ჩაი, ბოლოს კი შაქრის სიტკბო.

„გერმანული კუთხე“  ჩაისთან ერთად  ვაშლის, დარიჩინის და ქიშმიშის შიგთავსით მომზადებულ გერმანულ შტრუდელსაც სთავაზობდა სტუმრებს , როგორც ეს ჩაის სმისას ფრიზიელებშია მიღებული.

„გერმანული კუთხიდან“ ლიხაურელ ნანა ცეცხლაძესთან გადავინაცვლეთ.

ნანამ საკუთარი ტექნოლოგიით დამზადებული ჩაი გააცნო თანასოფლელებს, მიწვეულ სტუმრებს. ნანას ჩაი, მწირი ტექნოლოგიურ პირობებში დამზადებული, ერთერთი საუკეთესო იყო გამოფენაზე. აღნიშნულმა ჩაიმ გაიმარჯვა კიდევაც ნომინაციაში „ყველაზე სურნელოვანი ჩაი.“

_გვაქვს ინგლისური, ფრანგული ჩაი. კენკრის, ვარდის ჩაი. შემოქმედის შავი ბაიხის ჩაი, ასეე სამკურნალო ჩაი. ბუნებრივია გვაქვს ჩვენს მიერ მომზადებული  დასაგემოვნებელი. ინგლისურ ჩაი რძესთან ერთად უნდა მიირთვათ _ გვითხრა სალომე გობრონიძემ.

ძველი ტრადიციული ჩაის და თაამედროვე ჩაის სუფრა ჰქონდათ მოწყობილი XI-კლასელებს.

როგორც კლასის დამრიგებელმა ირინა სალუქვაძემ გვითხრა, წარმოდგენილი ჰქონდათ ქართული ჩაის ნიმუშები, ტრადიციული შავი ბაიხის და მწვანე ჩაი. ასევე, ადგილზე დამზადებული „ჯაფარიძეების ჩაი,“ „კარკადეს ჩაი“.

_ძველი ტრადიციით ჩაის სმისას მიღებული იყო ხაჭაპურის გურული ღვეზელის მირთმევა სტუმრისთვის, ახლა სენდვიჩებს, ყველის ასორტს ანიჭებენ უპირატესობას, _გვითხრა მან.

ექვთიმეს მუზეუმის ვრცელ დარბაზებს ავსებდა მეშვიდეკლასელების ზურა ვაშაყმაძის (გიტარა) და ანასტასია კიკაბიძის (ვიოლინო) მელოდიები.

კვალიფიციური ჟიური ჰყავდა ამ ფესტივალს _ ქეთევან ქადეიშვილი, ირმა მენაბდე, ჭაბუკა სიამაშვილი, დოდო დონაძე. ნამდვილად რთული არჩევანი ჰქონდათ, რადგან ყველა გუნდი ღირსეულად იყო წარმოდგენლი ჩაის ფესტივალზე.

ამ დღეს სკოლის საუკეთესო კალიგრაფისტებიც დააჯილდოვეს: ბარბარე და სალომე სალუქვაძეები, ნატა და სალომე გობრონიძეები.

მისასალმებელია, რომ ჩაის კულტურისადმი პატივისცემის ასეთი გამოვლენა ვიხილეთ საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის, დიდი ისტორიის მქონე სოფელ ლიხაურში.

 

მსგავსი სტატიები

  • 84
    სიყვარული, რომელიც გვათბობსრუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“   წარმოგიდგენთ  ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო.  ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც…
  • 83
    კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში შემოქმედის სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდაკომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში   კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად…
  • 83
    „პარვუს ჯგუფის“ თანამშრომლებმა შემოქმედის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცესკამპანია - „აჩუქე წიგნი“ 1995 წელს UNESCO-მ დააფუძნა და ის საქართველოში კომპანია „ბიბლუსის“ და გიორგი კეკელიძის ინიციატივით 2019 წლიდან აღინიშნება. წლების განმავლობაში ეს კამპანიასაქართველოში გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობა, რომელსაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი და კომპანია უერთდება, ვინაიდან ეს ინიციატივა მნიშვნლოვნად უწყობს ხელს წიგნიერების პოპულარიზაციასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას.…
  • 82
    „პარვუს ჯგუფი“ ჰესების მშენებლობასთან ერთად განათლებაში ინვესტირებასაც ახორციელებს - პრაქტიკული გაკვეთილი მოსწავლეებისთვის „ბასრა ჰესებზე“პარვუს ჯგუფის საგანმანათლებლო ტრენინგები განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე პრაქტიკული გაკვეთილებით კომპანიის ობიექტებზე გაგრძელდა. შემოქმედის, გომის, კვირიკეთისა და დვაბზუს სკოლის მოსწავლეები კომპანიის მშენებარე ობიექტებზე ფიზიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან ერთად ავიდნენ — რაც პროცესს არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ საგანმანათლებლო-წახალისების მნიშვნელობასაც მატებდა. ლექციებისა და მასტერკლასების შემდეგ ისინი უკვე რეალურ სივრცეში დააკვირდნენ…
  • 81
    ფილმის „გურია“ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი მთისპირის და ჩხაკაურას მოსწავლეებს შეხვდა2024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…