დღეს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა რუმინეთის ელვირა გოდეანუს სახელობის დრამატული თეატრის გენერალურ დირექტორს, მარიანა გიცულესკუს, რეჟისორ ანტონელა კორნიჩსა და თეატრის შემოქმედებითი დასის წარმომადგენლებს.
ვიზიტის ფარგლებში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და რუმინეთის ელვირა გოდეანუს სახელობის დრამატულ თეატრს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი თეატრალური პროექტების განხორციელებას, საერთაშორისო ფესტივალებსა და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას,
მემორანდუმის ფარგლებში უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ორ თეატრს შორის ერთობლივი სპექტაკლის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-რუმინული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და საერთაშორისო თეატრალური თანამშრომლობის განვითარებას.
სტუმრებმა დაათვალიერეს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, გაეცნენ მის მრავალწლიან ისტორიას და თანამედროვე ტექნიკურ შესაძლებლობებს. ასევე მოინახულეს გურიის რეგიონის კულტურული და ტურისტული ღირსშესანიშნაობები.
აღსანიშნავია, რომ ელვირა გოდეანუს სახელობის დრამატულმა თეატრმა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის შუამდგომლობითა და მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში „თეატრალური იმერეთი”

მსგავსი სტატიები

  • 82
    „ტროა უნდა დაეცეს“… და ეს დაცემა,  სახედაკარგული ადამიანებისთვის  უკვე ძნელად ხდის  ადამიანად ყოფნასავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ბერძენ ტრაგიგოსთა უდიდესი წარმომადგენლების, ესქილესა და სოფოკლეს შემდგომი ტრაგიკოსის, ევრიპიდეს ბოლო ტრაგედია „იფიგენია ავლისში“, საქართველოში,  პირველად ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება. კოპროდუქციის რეჟისორია ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი  კაშია. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და ზუგდიდის თეატრის მსახიობები.  სამუშაო რეპეტიციას ოზურგეთის…
  • 82
    „მომწყურდი საოცარი ძალით“(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში  სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა…
  • 80
    თეატრალური სტუდიის წარმატებული სპექტაკლიოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან არსებული თეატრალური სტუდიის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლის „ციცინათელების სასაფლაო“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლის დადგმის ხელმძღვანელია ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასო ჩიგოგიძე, ხოლო ინსცენირება და დადგმა ეკუთვნის ოზურგეთის თეატრის მსახიობსა და თეატრალური სტუდიის პედაგოგს, ლუკა მეგრელაძეს. სპექტაკლში მონაწილეობენ თეატრალური სტუდიის მოსწავლეები ლუკა ჯულაყიძე და ქრისტინე…
  • 80
    ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვისცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი  და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე  82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
  • 79
    „ბათუმიდან დაიწყება ექვთიმეს მოგზაურობა დანარჩენ საქართველოში“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ,  არაერთი  მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა  ყოფნა-არ ყოფნის ჟამი.  შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…