ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ოზურგეთის საჩოგბურთო ცენტრის აღსაზრდელებმა ბათუმში გამართულ ღია მემორიალურ ტურნირზე რომელიც ცნობილი მწვრთნელების, ნიაზ ჟორდანიასა და ვიტალი ასათიანის სახელს ატარებს წარმატებით იასპარეზეს.
16 წლამდე ასაკში პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული ბარბარე მამალაძემ მოიპოვა,ხოლო ამავე კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი ბარბარეს და ელენე მამალაძე გახდა.
14 წლამდე ვაჟთა შორის კარგი შედეგი აჩვენა ოზურგეთის ასაკობრივმა ჩემპიონმა ალექსანდრე სალუქვაძემ, რომელმაც წრიული სისტემით გამართულ ტურნირზე 5 შეხვედრიდან 3 მოიგო, მეორე ადგილოსანს მხოლოდ მოგებულ წაგებული გეიმების სხვაობით ჩამორჩა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს და ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ ასევე ოზურგეთელი ჩოგბურთელები 8 წლამდე ასაკში,ვაჟთა შორის სოლომონ ჩხარტიშვილი,გოგონათა შორის კი ნანუკა დოლიძე,რომელმაც თავის პირველ შეხვედრაში აჭარის ჩემპიონის დამარცხებაც კი შეძლო.
ოზურგეთელი ბავშვები ტურნირისთვის მწვრთნელებმა,დავით თავართქილაძემ,მამუკა კილაძემ, გივი სიამაშვილმა მოამზადეს.

მსგავსი სტატიები

  • 73
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 71
    23-28 სექტემბერს ქალაქ ბათუმში აჭარის თასის ღია გათამაშება გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა საჩოგბურთო სექციის აღსაზრდელებმაც მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული ტურნირი ოზურგეთელი ჩოგბურთელებისთვის წარმატებული გამოდგა. ოზურგეთელმა სპორტსმენებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 8 წლამდე კატეგორიაში ჩემპიონი დემეტრე ვასაძე გახდა…
  • 70
    საჩოგბურთო პირველობაზე მეორე საპრიზო ადგილიქ. ბათუმში გამართულ საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობებში ასპარეზობას მოიცავს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ჩოგბურთის სექციის სპორტსმენების ბარბარე მამალაძისა და ელენე ხარაბაძის დუეტმა წყვილთა თანრიგში გამართულ საჩოგბურთო პირველობაზე მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილი ბარბარე მამალაძე ელენე ხარაბაძე  ოზურგეთელი ბავშვები ტურნირისთვის მწვრთნელებმა : დავით…
  • 67
    ქ. ოზურგეთში, ცენტრალურ სტადიონ „მეგობრობას“ კოტე გოგატაძის სახელი მიენიჭადღეს, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს საკითხი, ქ. ოზურგეთში, რუსთაველის #39-ში მდებარე სტადიონ „მეგობრობისთვის“ კოტე გოგატაძის სახელის მინიჭების შესახებ. საკრებულომ ერთხმად მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. კოტე გოგატაძის შესახებ არერთხელ დაწერილი გაზეთ „ალიონის“ ფურცლებზე. ამჯერად გაზეთის ვებ.გვერდზე ALION.GE 2024 წლის 26 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას გთავაზობთ:           ღირსეული ოჯახის ღირსეული…
  • 66
    ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…