სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 3 აგვისტოს გამოცემული დადგენილების თანახმად, განისაზღვრა ბავშვების ექვსი კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, პროგრამის ფარგლებში, სასკოლო ფორმის ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:

ა) რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;

ბ) ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;

გ) განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;

დ) ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;

ე) განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;

ვ) 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

პროგრამის ბენეფიციარებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, უსასყიდლოდ გადაეცემათ დადგენილი ნიმუშის სასკოლო ფორმის ტანსაცმელი.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ პროგრამის ბენეფიციარისთვის გადასაცემი სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შედგება: ბიჭისთვის − 1 პიჯაკისა და 2 შარვლისაგან; გოგოსთვის − 1 პიჯაკის, 1 შარვლისა და 1 ქვედაკაბისაგან.

მსგავსი სტატიები

  • 63
    გურიაში სახელმწიფო რწმუნებული სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესს გაეცნოგურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან ერთად სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესს გაეცნო. საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი 1 სექტემბერს დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე - formebi.emis.ge შეუძლიათ. პუნქტებში…
  • 61
    კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში შემოქმედის სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდაკომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში   კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად…
  • 60
    გივი მიქანაძე ოზურგეთის N1 საჯარო სკოლას ეწვიაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოზურგეთის N1 საჯარო სკოლას ეწვია, რომელსაც წელს დაარსებიდან 180 წელი შეუსრულდა. გივი მიქანაძე გაეცნო სკოლის STEM მიმართულებით მომუშავე კლუბის წევრთა საქმიანობას, დაათვალიერა კომპიუტერული ლაბორატორია და პედაგოგებს შეხვდა. მინისტრი ასევე იმყოფებოდა ანა ბერძენიშვილის სახელობის სკოლის ბიბლიოთეკაში, რომელსაც საჩუქრად წიგნები გადასცა და სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.…
  • 59
    განათლების სამინისტ რო - სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებშისასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამასთან, სამინისტროს თანახმად, სკოლებში გაცდენილი საგაკვეთილო საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სკოლები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას. „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით…
  • 59
    მაკა ჭყონია: „ბაღების მთავარი გამოწვევაა ავტორიზაციის პროცესი“ინტერვიუ ა (ა) იპ „ოზურგეთის ბაღების გაერთიანების“ უფროსთან მაკა ჭყონიასთან  _ ქალბატონო მაკა, რა არის თქვენი მთავარი პრიორიტეტი და ხედვა მუნიციპალიტეტის ბაღების განვითარების კუთხით მიმდინარე და 2027 წელს?  _ საბავშვო ბაღებში მთავარი პრიორიტეტია ბავშვის ჰოლისტური (მრავალმხრივი) განვითარება პოზიტიურ, მზრუნველ, უსაფრთხო და ინკლუზიურ გარემოში, მაშინ როდესაც საბავშვო ბაღებში შექმნილია გარემო, რომელსაც…