GITA-ს STEAM ბანაკი: წარმატება და ახალი გამოწვევები! 🚀
სიურპრიზი და სიამაყე! Დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლე, ნუცა აროშიძე კონკურენციისა და მკაცრი შერჩევის შედეგად გახდა GITA-ს მასშტაბური STEAM ბანაკის მონაწილე!
2 000-ზე მეტი აპლიკანტიდან სპეციალურმა კომისიამ მხოლოდ 300 გამორჩეული ახალგაზრდა შეარჩია მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელთა შორის ნუცაც არის. ბანაკის მე-2 ნაკადი უკვე დაიწყო და მონაწილეებს წინ 6 დღიანი ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამა ელის: პრაქტიკული აქტივობები, სამეცნიერო ექსპერიმენტები, ინტერაქტიული ლექციები და გუნდური გამოწვევები ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და ხელოვნების მიმართულებით.
ვულოცავთ ნუცას ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ პროდუქტულ და დაუვიწყარ დღეებს! 🇬🇪
პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით და სრული დაფინანსებით, ხოლო განმახორციელებელია Rethink ინოვაციების ცენტრი. _წერს სოციალურ ქსელში მარი სკამკოჩაიშვილი.
მსგავსი სტატიები
- 95
რუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“ წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო. ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც… - 93
კამპანია - „აჩუქე წიგნი“ 1995 წელს UNESCO-მ დააფუძნა და ის საქართველოში კომპანია „ბიბლუსის“ და გიორგი კეკელიძის ინიციატივით 2019 წლიდან აღინიშნება. წლების განმავლობაში ეს კამპანიასაქართველოში გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობა, რომელსაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი და კომპანია უერთდება, ვინაიდან ეს ინიციატივა მნიშვნლოვნად უწყობს ხელს წიგნიერების პოპულარიზაციასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას.… - 92
კომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“. პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა, ისინი კვალიფიციურად… - 91
პარვუს ჯგუფის საგანმანათლებლო ტრენინგები განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე პრაქტიკული გაკვეთილებით კომპანიის ობიექტებზე გაგრძელდა. შემოქმედის, გომის, კვირიკეთისა და დვაბზუს სკოლის მოსწავლეები კომპანიის მშენებარე ობიექტებზე ფიზიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან ერთად ავიდნენ — რაც პროცესს არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ საგანმანათლებლო-წახალისების მნიშვნელობასაც მატებდა. ლექციებისა და მასტერკლასების შემდეგ ისინი უკვე რეალურ სივრცეში დააკვირდნენ… - 90
ჩხაკაურასა და მთისპირის საჯარო სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა. მიმდინარე სასწავლო სემესტრის პირველი ლექცია სათაურით „მდგრადი ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება“ მოწვეულმა ტრენერმა ნინო მაღრაძემ წაიკითხა. ნინო მაღრაძე კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) კომერციული ხელმძღვანელია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გარემოსდაცვითი განათლებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ამ ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება…