გურულ ქორეოგრაფიას არაერთი კარგი ხელოვანი ამშვენებდა, მათ შორის აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ შესანიშნავი მოცეკვავე და მუსიკოსი (მედოლე), ოზურგეთის რაიონული კულტურის სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრი, აწგარდაცვლილი ოთარ გოგუაძე.
ოთარი ამჟამად 80 წლის იქნებოდა. ცეკვა 10 წლის ასაკში ქ. ოზურგეთის #3 საშუალო სკოლის ქორეოგრაფიულ ანსამბლში დაიწყო, შესანიშნავი ქორეოგრაფის ვახტანგ მეგრელაძის ხელმძღვანელობით.
13 წლის ასაკში, პერსპექტიული ჭაბუკი ოზურგეთის რაიონული კულტურის სახლთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში მიიწვიეს, რომელსაც ხელმძრვანელობდნენ მთავარი ქორეოგრაფი გიორგი სალუქვაძე და ქორეოგრაფი ვახტანგ მეგრელაძე.
1961 წელს, ქ. თბილისში გამართულ მხატვრული თვითმოქმედების მე-9 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე რაიონის ანსამლის გამარჯვებაში ახალგზრდა სოლისტ მოცეკვავემ და მუსიკოსმა უდიდესი წვლილი შეიტანა. მან მაღალ დონეზე შეასრულა სოლოები „ფერხულ ფარცაკუკუში,“„კალმახობაში“ და ახლადშექმნილ ცეკვა „საფუნდრუკოში,“რაც იმ დროს იშვიათობა გახლდათ.

1963 წელს გიორგი სალუქვაძემ ოთარ გოგუაძე, როგორ საიმედო მუსიკოსი სამუშაოდ მიიწვია ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთის სიმღერისა ა ეკვის ანსამბლში. იმავე წელსვე ანსამბლთან ერთად იმოგზაურა ლიტვის რესპუბლიკაში.
მომდევნო წელს ოზურგეთის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა ვრცელი საკონცერტო რეპერტუარით იმოგზაურა ქ. მოსკოვში, საქართველოს კულტურულ პროგრამით გამოვიდნენ სოფლის მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე, რომელშიც ოთარიც მონაწილეობდა. ასევე იყვნენ ლატვიის რესპუბლიკაში, ქ. რიგაში, იურმალაში, ალუსკინეში.
ოთარმა თავისი წვლილი შეიტანა 1967 წელს ქ. მოსკოვში ჩატარებულ მხატვრული თვითმოქმედი კოლექტივების საკავშირო ფესტივალის დასკვნიტ კონცერტზე წარმატებულ გამოსვლაში. ანსამბლი ფესტივალის ლაურეატები გახდა.
1968 წელს ოზურგეთის რაიონისა და უკრაინის, ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონის მეგობრობის 40 წლისთავი აღინიშნა. ოთარი ანსამბლთან ერთად მონაწილეობდა გენიჩესკში გამართულ საიუბილეო მხატვრულ ღონისძიებებში.

1969 წელს სოფ. ძიმითის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლთან ერთად სოფლის მეურნეოის მუშაკთა მე-3 საკავშირო ყრილობისადმი მიძღვნილი დიდი საზეიმო კონცერტის მონაწილეა.
1972 წელს ცნობილი ანსამბლი „შვიდკაცა“(ხელმძღვანელი მიხეილ შავიშვილი) შოტლანდიაში მიიწვიეს. შეიქმნა 18 კაციანი ვოკალურ-ქორეოგრაფიული ჯუფი, რომლის შემადგენლობაში ოთარ გოგუაძე იყო. მათ შოტლანდიის ქალაქებში მეგობრობის პროგრამით კონცერტები გამართეს.
1974-75 წლებში ჯერ კიშინიოვის, შემდეგ რიგის საერთაშორისო ფესტივალების მონაწილეა.
80-იან წლებში ოზურგეთის რაიონული კულტურის სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი ჯერ ესპანეთში, შემდეგ ჰოლანდიაში საერთაშორისო ფესტივალებზე გაემგზავრა. ოთარი ყოველთვის მათთან იყო.
ამავე პერიოდში მუშაობს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებულ ვოკალურ-ქორეოგრაფიულ ანსამბლ „კრიმანჭულში, რომელსაც ხელმძრვანელობდნენ საქართველოს სახალხო არტისტი მიხეილ შავიშვილი და ქორეოგრაფი ანზორ გვარამაძე. მან კოლექტივთან ერთად იმოგზაურა მოსკოვში, პოლონეთში, ბულგარეთში.

1996 წლიდან ოთარ გოგუაძე წარმატებით მუშაობდა ოზურგეთის ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის სახელობის ბავშვთა ქორეოგრაფიულ სტუდიაში და სახელმწიფო ანსამბლ „გურიაში,“საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ჯუმბერ დუნდუას ხელმძღვანელობით. ანსამბლთან ერთად იმოგზაურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, ეგვიპტეში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, გერმანიაში და სხვა.
ასევე მუშაობდა ოზურგეთის კულტურის ცენტრში. ასევე რაიონის სხვადასხვა სკოლებში.
არაერთი საკავშირო თუ რესპუბლიკური ფესტივალის ლაურეატი, მხატვრულ თვითშემოქმედებაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ღირსების მედლით დაჯილდოვდა.
ოთარ გოგუაძე 2015 წლის 23 თებერვალს გარდაიცვალა.
მსგავსი სტატიები
- 79
გარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“ ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75… - 77
ოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა. სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს. მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი. 1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“ 1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ. წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის… - 75
დღეს ანზორის დაბადების დღეა ... და რა უნდა ინატრო კაცმა უფრო დიდი, თუ არა, როცა შენი გარდაცვალების შემდეგ , შენი ნაცხოვრების გამო, შენი სახელის ხსენებას გვარის დამატება არ ჭირდება ... აცხონოს ღმერთმა სამაგალითო კაცი..წერს ოზურგეთელი ზურაბ თოიძე სოციალურ ქსელში და მის მიერ 2022 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტსაც გთავაზობთ: ,,… - 75
ავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ… - 74
გარდაიცვალა ცნობილი ბიზნესმენი, შპს „ვასაძის პურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ვასაძე. ბიძინა ილიას ძე ვასაძე დაიბადა 1961 წელს სოფელ ლიხაურში. 1964 წელს ილია ვასაძის ოჯახი საცხოვრებლად ქ. ოზურგეთში გადავიდა. ბიძინამ ქ. ოზურგეთის #1 საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ამასთანავე მან პარალელურად უმაღლესი…