1963 წლის 27 აგვისტოს სვანეთის მწვერვალ შხარადან დაშვების დროს, დაიღუპა შესანიშნავი ფოტოგრაფი და მთამსვლელი გურამ თიკანაძე. (1932-1963).
ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვიო, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ –
ყინულის ლოგინში!..
ვოი, კალა-უშგული შეკრებილა –
ყანას და სათიბს მომცდარა.
მთელი სვანეთი შეკრებილა,
მთლად საქართველო შეკრებილა,
შხარასთან ღრუბელივით მომდგარა…
ვიო, შხარა სისხლით შეღებილა –
კოხტა თიკანაძე მომკვდარა…
ბექნუ ხეგიანს
და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი
უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები
გასჩრიათ ყელში.
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მიმხვდარა:
საკუთარ ხელით პალო დაუგია,
საკუთარ პალოზე მომწყდარა…
ცოცხლისგან საყვედური აუგია –
თოკი ერთადერთი ჩაუბია –
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!..
ბექნუ ხეგიანს
და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი
უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები
გასჩრიათ ყელში…
„ხოჩა საკაცე გამითალეთ,
დავაწყო ხორცი და ძვალი,
სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ,
აღმართში კვნესით ამიტანეთ,
ვაკეზე, მითხარით ზარი!..“
უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,
შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა;
ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი
საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:
„თეთნულდმა რა მოგცა? უშბაზე რა გქონდა?
შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!
ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა –
რამ დაგაპატარავა, შვილო?!“
ასი ცხენოსნით
უშგული გახლავს
და ბეჭზე მიდევს
შენი საკაცე…
შენ დაგეუფლა
ძილი და დაღლა,
შენ დასახარჯი
უკვე დახარჯე…
შენ გაიელვე
ღრუბლებზე მაღლა,
შენ საქართველოს
ღამე გახაზე…
ასი ცხენოსნით
უშგული გახლავს
და მიტივტივებს
შენი საკაცე…
ვოი, რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვიო, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ –
ყინულის ლოგინში!..
გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მიმხდარა:
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, გურამი მომკვდარა…
ცოცხლისგან საყვედური აუგია,
ჩაუქი მკვდარიც ჩაუქია –
ვარსკვლავი
ვარსკვლავებს მომწყდარა.
მურმან ლებანიძე
მსგავსი სტატიები
- 76
გარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“ ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75… - 76
ავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ… - 75
ახალი წლის წინა დღეებში ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _ გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის… - 75
დღეს ანზორის დაბადების დღეა ... და რა უნდა ინატრო კაცმა უფრო დიდი, თუ არა, როცა შენი გარდაცვალების შემდეგ , შენი ნაცხოვრების გამო, შენი სახელის ხსენებას გვარის დამატება არ ჭირდება ... აცხონოს ღმერთმა სამაგალითო კაცი..წერს ოზურგეთელი ზურაბ თოიძე სოციალურ ქსელში და მის მიერ 2022 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტსაც გთავაზობთ: ,,… - 74
ისტორიის დოქტორი, პროფესორი რევაზ პაპუაშვილი ენვერ გოგუაძის გახსენება ჩემი პირველი შეხვედრა ენვერ გოგუაძესთან 1976 წელს შედგა. მაშინ ურეკში, ადგილ კაპროვანზე ქვიშის მოპოვების დროს ნაწილობრივ განადგურდა ძველი კოლხური სამაროვნის ნაწილი. დარჩენილი ნაწილის გადასარჩენად ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალგაზრდა დირექტორი – ენვერ გოგუაძე და ჩვენ - კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომლები ერთობლივად ვიბრძოდით. შევძელით…