წუხელ, გვიან ღამით, სამტრედიაში მატარებელმა ბიჭი გაიტანა.
მატარებლის შეჯახების შედეგად სამტრედიაში დაღუპული ბიჭი 21 წლის ხვიჩა ირემაძეა.
ინფორმაციას გამოცემა „მთავარი ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში ცხოვრობდა
 შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდა კაცს ბათუმი-ქუთაისის მატარებელი შეეჯახა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან მრავლობითი დაზიანება მიიღო და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. თუმცა, მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ბიჭი ადგილზე დაიღუპა.
 შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

ნაკლების ჩვენება.
მომხდარის გამო გაზეთ „ალიონის“ რედაქცია თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

მსგავსი სტატიები

  • 72
    ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდაეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა   დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
  • 71
    მახინჯაურში შუა ხნის ქალს მატარებელი დაეჯახა და დაიღუპამახინჯაურში მატარებლის დაჯახების შედეგად შუა ხნის ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს მატარებელი ფოტოს გადაღების დროს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციითმომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის…
  • 70
    ჩაქვში, მატარებელმა 35 წლის მამაკაცი იმსხვერპლადაბა ჩაქვში მატარებელმა ახალგაზრდა კაცი იმსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მატარებლის შეჯახებას 35 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის…
  • 69
    მადლობის მაგიერ...ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც  ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
  • 68
    ბათუმში მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახადღეს, ბათუმის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს, რომ მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით. ეს მუხლი რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან…