გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან რეგიონში მიმდინარე საკითხები განიხილა.

ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და დაგეგმილ სამუშაოებზე.

სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობა სხვადასხვა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროექტების განხილვის პროცესში ხელს უწყობს, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის რეალური საჭიროებები, პრიორიტეტები და ინტერესები.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, კოორდინირებული მუშაობა რეგიონის ეფექტურ და გრძელვადიან განვითარებაზე აისახება.

მსგავსი სტატიები