გარდაიცვალა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის მკვიდრი, პედაგოგი, ლოტბარი, პოეტი და მწერალი ნოდარ დონაძე.
მან თითქმის 60 წელი მოახმარა მომავალი თაობის აღზრდის საქმეს თხინვალის საჯარო სკოლაში.
ნოდარ დონაძის მამა არტემ დონაძე განთქმული მომღერალი გახლდათ. იგი ცნობილი იყო თავისი პოეზიითაც, რომლის ერთ-ერთი ლექსი, რომელიც ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას მიუძღვნა, 1938 წელს დაიბეჭდა საბჭოთა მთავარ გამოცემა „პრავდაში“.
ნოდარი ცნობილ მუსიკოსსა და ფოლკლორისტთან ანზორ ერქომაიშვილთან ერთად სწავლობდა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლში, რომლის დასრულების შემდეგ ხელმძღვანელობდა ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალის მომღერალთა გუნდს, რომელიც ყოველთვის წარმატებით გამოდიოდა ფესტივალებზე. ასევე ხელმძღვანელობდა თხინვალის სკოლასთან არსებულ ხალხური ხალხური სიმღერების შემსწავლელ სტუდიას, რომელიც ვლადიმერ და ანზორ ერქომაიშვილებმა შექმნეს.
წარმატებით გამოდიოდა ფოლკლორულ ფესტივალზე _ „გურიის გაზაფხული“ და სხვა ფესტივალებზე ნოდარ დონაძის საოჯახო ანსამბლი, სადაც მის მეუღლესთან ერთად შვილები თამრიკო, ნინო, ნუგზარი გამოდიოდნენ.
წლების მანძილზე იყო თხინვალის სასოფლო კლუბის ხელმძღვანელი. მისი წერილები ხშირად იბეჭდებოდა ოზურგეთის რაიონულ გაზეთში, ხელმძღვანელობდა ამ გაზეთის თხინვალის საგუშაგოს.
აქტიური ადამიანი არაერთხელ აირჩიეს თხინვალის სასოფლო საბჭოს დეპუტატად.
ნოდარ დონაძე ცნობილია სამწერლო ასპარეზზეც, არის რამდენიმე წიგნის ავტორი („თხინვალი და თხინვალელები,“„მოგონებები,“„ჩემი პოეზია სულის სიმფონია,“„მიძღვნა,“ „იმედი, სულის ჯავარი,“ „მასწავლებელი _ხალხის, ქვეყნის დიდება…“.)
ნოდარის შვილიშვილი ნოდარ დონაძე (უმცროსი) გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტია. არის ფოლკლორის ცენტრის გუნდის წევრი. 2025 წლის 19–21 სექტემბერს გალობის უნივერსიტეტის გუნდი „ვეენგარა“ სან პაოლო ალბანესეში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ Antiche Radici 2025-ზე იტალიელი მსმენელის წინაშე წარსდგა.
ნოდარ დონაძეს დაკრძალვა შაბათს, 10 ოქტომბერს, სოფელ თხინვალში.
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია თანაუგრძნობს ნოდარ დონაძის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს.
მსგავსი სტატიები
- 77
ახალი წლის წინა დღეებში ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _ გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის… - 74
ისტორიის დოქტორი, პროფესორი რევაზ პაპუაშვილი ენვერ გოგუაძის გახსენება ჩემი პირველი შეხვედრა ენვერ გოგუაძესთან 1976 წელს შედგა. მაშინ ურეკში, ადგილ კაპროვანზე ქვიშის მოპოვების დროს ნაწილობრივ განადგურდა ძველი კოლხური სამაროვნის ნაწილი. დარჩენილი ნაწილის გადასარჩენად ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალგაზრდა დირექტორი – ენვერ გოგუაძე და ჩვენ - კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომლები ერთობლივად ვიბრძოდით. შევძელით… - 74
ავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ… - 74
გარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“ ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75… - 73
დღეს ანზორის დაბადების დღეა ... და რა უნდა ინატრო კაცმა უფრო დიდი, თუ არა, როცა შენი გარდაცვალების შემდეგ , შენი ნაცხოვრების გამო, შენი სახელის ხსენებას გვარის დამატება არ ჭირდება ... აცხონოს ღმერთმა სამაგალითო კაცი..წერს ოზურგეთელი ზურაბ თოიძე სოციალურ ქსელში და მის მიერ 2022 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტსაც გთავაზობთ: ,,…