დღეს, 22 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული გმირის ოზურგეთელი ზაზა დამენიას დაბადების დღეა. მას 54 წელი შეუსრულდებოდა.
ზაზა დამენიას საფლავზე მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა მამა ილია ჩხატარაშვილმა.
ბიბლიოთეკას ზაზა დამენიას სახელობის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლა სტუმრობდა. ბავშვებმა წარმოადგინეს ზაზას ბიოგრაფია, წაიკითხეს ლექსები, ფრონტული ჩანაწერები და შეასრულეს სიმღერები (მასწავლებლები მანანა ჯახუტაშვილი და ლალი ეგნატიევი)
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ზაზას მეუღლე და ვაჟი თავისი ახლად შექმნილი ოჯახით, პატარა ზაზა დამენიათი. დედა, ქალბატონი ციური, ზაზას და ქალბატონი ხათუნა შვილიშვილებთან ერთად.
სტუმრებს მიესალმა ბიბლიოთეკის დირექტორი ქალბატონი ლიკა ბაქანიძე. მან დიდი სიყვარულით, პატარა ზაზა დამენიას, ბაბუას სახელის უკვდავსაყოფად და მოსაგონებლად იაკობ გოგებაშვილისეული ,, დედა ენა” უსახსოვრა.

მსგავსი სტატიები

  • 76
    რა ხდება ლევილის ქართულ მამულში გაზეთ „ალიონის“1 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ თემურ მარშანიშვილის სტატია „ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობაა,“ რომელსაც გარკვეული გამოხმაურებები მოჰყვა. ამჯერად ლევილის მამულის გარშემო არსებულ მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება წიგნის „ნაგომრიდან ლევილამდე“ ავტორი ავთანდილ ბერიშვილი და საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია  „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელი ტიერ ბერიშვილი: _ ბატონო ავთო, თქვენ იცნობთ ბატონ ტიერს და მის…
  • 74
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 72
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 71
    ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა…
  • 70
    დღეს 22 წელი შესრულდა ზაზა დამენიას გმირული დაღუპვიდანდღეს, 16 აგვისტოს 22 წელი შესრულდა საქართველოს არმიის კაპრალის, საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილე ზაზა დამენიას სამაჩაბლოში, ცხინვალის მისადგომებთან გმირული დაღუპვიდან. ზაზა დამენია 1972 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა ოზურგეთში. სწავლობდა ყაზანის სამშენებლო ინსტიტუტში და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალში. იყო სამრეწველო სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი. 1992 წლიდან მსახურობდა…