ის­რა­ე­ლის სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი „ჰა­პო­ელ ბეერ-შევა“ ბა­თუმ­ში, „ბე­შიქთაშ­თან“ მატ­ჩის დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და სა­ქარ­თვე­ლოს მად­ლო­ბას უხ­დის.

„მად­ლო­ბა გვსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ და და­ვა­ფა­სოთ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის შრო­მა, ვინც გა­სულ ღა­მეს ჩვენ­სა და ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე იზ­რუ­ნა და ჩარ­თუ­ლი იყო თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის უსაფრ­თხოდ დაბ­რუ­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში.

დიდი მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­სა და ქა­ლაქ ბა­თუმს სა­მა­გა­ლი­თო მას­პინ­ძლო­ბი­სა და ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის. მად­ლო­ბა ის­რა­ე­ლის ფეხ­ბურ­თის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, შინო ზუ­ა­რესს და ბეერ-შე­ვას მერს, რუ­ვიკ და­ნი­ლო­ვიჩს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი სა­ღა­მო­სა და ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­თან მუდ­მივ კავ­შირ­ზე იყ­ვნენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სხვა ძა­ლებს, რო­გორც ად­გი­ლობ­რივს, ისე ის­რა­ე­ლი­სას, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გვა­ცი­ლებ­დნენ, ვიდ­რე ბოლო გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც უსაფრ­თხოდ არ მი­ვი­და გან­თავ­სე­ბის ად­გილ­ზე.

და, რა თქმა უნდა, მად­ლო­ბა ჩვენს გულ­შე­მატ­კივ­რებს, რომ­ლე­ბიც გუ­შინ სტა­დი­ონ­ზე გა­მოგ­ვყვნენ და პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან მხარ­და­ჭე­რა­სა და სიყ­ვა­რულს გვაგ­რძნო­ბი­ნებ­დნენ. ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა­ნი გუ­ლი­თად მად­ლო­ბას ვუხ­დით ყვე­ლას,“ – აღნიშნულია მი­მარ­თვა­ში.

ამბები.გე 

მსგავსი სტატიები

  • 82
    „მგელი ღამით მომადგა თოვლში, ალბათ მასაც ჩემსავით მოსწყინდა მარტოობა“ - გომისმთის ერთადერთი მცხოვრები„...ია­რა­ღიც არა მაქვს, რომ „მე­ზობ­ლებ­მა“ თავი უხერ­ხუ­ლად არ იგ­რძნონ. მელა ძა­ლი­ან მსუ­ნა­გი და ეშ­მა­კია, სახ­ლის გა­რეთ თუ რა­ი­მე საკ­ვე­ბი დამ­რჩა, ძაღ­ლი­საც არ ეში­ნია, ისე მო­ი­პა­რავს. დათ­ვის ბრდღვინ­ვაც ის­მის იშ­ვი­თად ტყი­დან, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქტს ერი­დე­ბა. არ არი­ან სა­ში­შე­ბი, ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ ადა­მი­ა­ნებს თავი აა­რი­დონ“, - ამ­ბობს პრო­ფე­სი­ით მშე­ნე­ბე­ლი მე­რაბ სა­ნი­კი­ძე, რო­მე­ლიც გო­მისმთა­ზე…
  • 73
    რა ხდება ლევილის ქართულ მამულში გაზეთ „ალიონის“1 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ თემურ მარშანიშვილის სტატია „ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობაა,“ რომელსაც გარკვეული გამოხმაურებები მოჰყვა. ამჯერად ლევილის მამულის გარშემო არსებულ მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება წიგნის „ნაგომრიდან ლევილამდე“ ავტორი ავთანდილ ბერიშვილი და საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია  „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელი ტიერ ბერიშვილი: _ ბატონო ავთო, თქვენ იცნობთ ბატონ ტიერს და მის…
  • 72
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 70
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 69
    ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა…