COVID 19-ის სამკურნალო მედიკამენტები – 2000 დოზა „ტოცილიზუმაბი“ და 500 დოზა „რონაპრევე“ საქართველოშია.

„Hetero Biopharma Limited“-ის წარმოებული 2000 დოზა „ტოცილიზუმაბი“ და “Roche”-ს მონოკლინური ანტისხეულები – 500 დოზა რონაპრივი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) უკვე საქართველოშია.

მედიკამენტების შესყიდვა  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის „Covid 19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ დამატებითი დაფინანსების ფარგლებში განხორციელდა.

2000 დოზა ტოცილიზუმაბი  და 500 დოზა რონაპრივი სამედიცინო დაწესებულებებში ეტაპობრივად განაწილდება.

„Hetero Biopharma Limited”-ი  ერთ-ერთი წამყვანი ინდური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც „ტოცილიზუმაბის“ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიიღო.

ტოცილიზუმაბი აქტიურად გამოიყენება COVID 19-ით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.

შეგახსენებთ, “Roche”-ს მონოკლინური ანტისხეულები სამინისტრომ პირველად დონაციის სახით გერმანიის მთავრობისგან მიიღო.

“Roche”-ს მონოკლინურ ანტისხეულებს კი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ,  აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული.

pia.ge

მსგავსი სტატიები

  • 51
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 41
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 40
    „მნიშვნელოვანი სიახლე!” – თენგიზ ცერცვაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებსინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს და საქართველოში არსებულ კლინიკებსა და სპეციალისტებს მიმართავს. ის მათ მოუწოდებს, მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი. „ა.წ. 24 ივნისს აშშ FDA-იმ გასცა გადაუდებელ შემთხვევებში ტოცილიზუმაბის გამოყენების ნებართვა (Emergency Use Authorisation) გარკვეული კატეგორიის ჰოსპიტალიზებულ COVID-19-ით ავადმყოფებში (მათ შორის პედიატრიულ პაციენტებში), რომლებიც…
  • 40
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
  • 39
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…