ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI-ის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამა გრძელდება. უკვე 2022 წლის გაზაფხულიდან, მთისპირის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება განახლებადი ენერგიის მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგები. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს განახლებადი ენერგიების მიმართულებით ცოდნის გაზიარებას და ასევე, სამომავლო პროფესიული ორიენტაციის მიცემას იმ უფროსკლასელთათვის, ვისაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება.
2022 წლის 14 თებერვალს ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის საგრანტო კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდა. განცხადება განთავსდა ვებ-პორტალზე: www.jobs.ge. განცხადების სრული ტექსტის ნახვა დაინტერესებულ პირებს მითითებული ბმულის საშუალებით შეუძლიათ: https://jobs.ge/ge/ads/?view=jobs&id=354692
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პროექტის სოციალური პროგრამა ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა. მოხარული ვარ, რომ კომპანიის და მოსახლეობის ხედვა დიდ წილად დაემთხვა ერთმანეთს. მიგვაჩნია, რომ მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ცნობიერების ამაღლება განახლებადი ენერგიების მიმართულებით, პროფესიული ორიენტაცია, სწავლის დაფინანსება ან სტიპენდიების პროგრამა იმ სტუდენტებისთვის, ვინც ეკოლოგის, გარემოს დამცველის, ჰიდროგეოლოგის, ინჟინერის ან ენერგეტიკოსის პროფესიას შეარჩევს – ასე ვხედავთ ჩვენ მომავლის მოთხოვნადი პროფესიებით ადგილობრივი ახალგაზრდების დაინტერესებას. ამჟამად, გამოცხადებული გვაქვს საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც გვინდა შევარჩიოთ საუკეთესო პროფესიონალები, რომლებიც უფროსკლასელთათვის პერიოდულად ჩაატარებენ შეხვედრებს. მაღალი ხარისხის გამჭვირვალობისა და ჩართულობისათვის, ტრენინგების განმახორციელებელი ორგანიზაციის შერჩევის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრები“ – განაცხადა პროექტის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ.
ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგური მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი პროექტია, რომლის განმახორციელებელი კომპანიაა შპს სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI. პროექტმა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა 2022 წლის 10 – 11 თებერვალს ჩაატარა ჩოხატაურში, ოზურგეთში, მთისპირსა და ჩხაკაურაში.

მსგავსი სტატიები

  • 47
    „მომწყურდი საოცარი ძალით“  ოცდამეშვიდე-ოცდამერვე  წერილი როცა 1983 წლის იანვარში მოსკონცერტის დირექტორმა კონსტატინ ბულგაკოვმა მოსკოვის საპასპორტო სამართველოსაგან უარი მიიღო, ჩემი ოჯახის მოსკოვში ჩაწერაზე, გადაწყვიტა ჩვენი, გოგის და ჩემი წარდგენა რუსეთის სახალხო არტისტების წოდებაზე! ყველა საჭირო საბუთები: ოფიციალური დახასიათებები, შუამდგომლობები იქნა გადაგზავნილი რუსეთის კულტურის სამინისტროში და ამავე დროს მოსსოვეტის კულტურის მთავარ აღმსრულებელი სამართველოს ხელმძღვანელთან…
  • 43
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 42
    „მომწურდი საოცარი ძალით“                            წერილი ოცდამესამე-ოცდამეოთხე ავტორი: გია ბეშიტაიშვილი 1981 წლის თებერვლიდან ოთხი თვის განმავლობაში, მაისის ბოლომდე ანსამბლის «მუსიკის» თანხლებით ჩვენ ჩავატარეთ კონცერტები ქ. მოსკოვის ყველა დიდ საკონცერტო სცენებზე! ადმინისტრატორ მუზა პეტროვნა აფანასიევას შეფასებით ჩვემა ანსამბლმა თავისი პროგრამით, შესრულების დონით…
  • 41
    „მომწყურდი საოცარი ძალით“    ავტორი გია ბეშიტაიშვილი                                                                                         წერილი მეცხრე-მეათე…
  • 38
    „მომწყურდი საოცარი ძალით“                  ოცდამეხუთე-ოცდამეექვსე წერილი 1981 წლის ოქტომბრიდან ანსამბლ «მუსიკასთან» ერთად ჩვენ კონცერტებით მოვიარეთ რუსეთის დიდი ქალაქები: სვერდლოვსკი, ჩელიაბინსკი, კურგანი, მაგნიტაგორსკი, ჩიტა! ნოემბრის თვიდან ვიყავით გასტროლებით თურქმენისტანში, ბელორუსიაში, ქ. როსტოვში. დავბრუნდით მოსკოვში და მაქსიმ გორკის სახელობის პარკში 23-დან 26-ის ჩათვლით ჩავატარეთ დღეში ორ-ორი კონცერტი.…