ავტორი მარი კოძოევი
უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქციებს ოზურგეთიდანაც შეუერთდნენ. რუსეთის აგრესია ოზურგეთში, „ჭადრების ბაღში“ შეკრებილმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს. სხვა და სხვა სფეროსა და პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები ოკუპაციის და ოკუპანტის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. სწორედ ამ ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი პედაგოგმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეკოს“ დამფუძნებელმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატომა, ირმა გორდელაძემ:
_,,დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა. დღემდე ვერ გავთავისუფლდით ამ მარწუხებისგან. სიმბოლურად დაემთხვა, რომ 2022 წლის 25 თებერვალს აქ ვდგავართ და კვლავ რუსეთის მხრიდან ოკუპაციას ვაპროტესტებთ. ვაპროტესტებთ იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება საქართველოშიც შემოვიდნენ. ამის მძიმე მაგალითი გვქონდა 2008 წელს. მსოფლიომ თავისი სოლიდარობით და ერთად დგომით უნდა დაამარცხოს ურჩხული, ბოლო იმპერია კაცობრიობის ისტორიაში. საქართველოს რიგითი მოქალაქეები, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა და პლატფორმისა გაგვაერთინა ერთმა საკითხმა, გვინდა მშვიდობა_ აღარ გვინდა ომი. ამიტომ, უცებ, სპონტანურად გადავწყვიტეთ სოლიდარობის აქცია გაგვემართა, რათა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ უკრაინას, მსოფლიოს და ვთქვათ: არა ომი! არა ოკუპაცია! ძირს რუსეთის იმპერია!“
ნათია გიგიაძე (სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო):_ ნებისმიერი, რიგითი ქართველისთვის არის მნიშვნელოვანი აღნიშნულ აქციაზე ყოფნა, იმიტომ, რომ მეორე ერი _ კუთხით შეიძლება იყოს ჩვენი ერი, საქართველო. გვაქვს უკვე პრეცენდენტი წარსულში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თანაგრძნობა, სოლიდარობა და ერთად დგომა ყველა ერისთვის და განსაკუთრებით უკრაინისთვი. მაგალითი უნდა მივცეთ მსოფლიოს ერთად დგომის, თავისუფლების დაცვის.
თამარ ღლონტი (ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი): _ ვაპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას უკრაინაში, მის ბოროტ ძალისხმევას ყველა ქვეყანაში და საქართველოშიც. ჩვენი აქ დგომა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ჩვენც წლებია უკვე ვიზიარებთ უკრაინის ბედს და კიდევ, სამომავლოდაც თუ ჩვენ თვითონ ორიენტაციას არ შევიცვლით, იგივე ბედს გავიზიარებთ.
თამაზ ტრაპაიძე (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია): _ მნიშვნელოვანია ოზურგეთმა და ოზურგეთლებმა, ვინც უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, დადგნენ ერთმანეთის გვერდით და ამ აქტით მხარი დაუჭირონ უკრაინის დამოუკიდებლობას.
ძალიან ემოციური გამოდგა აქციაში ბავშვების ჩართულობა. ერთ-ერთი მათგანი, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, უკრაინის დროშით ხელში მდგარი ავთანდილ კეკელიძე საკუთარი ქალაქიდან ამხნევებდა უკრაინელ უფროსებს და თანატოლებს.
_,,მე თქვენნაირი პატრიოტი ბიჭი ვარ, საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული. მინდა მოგიწოდოთ ყველას, იბრძოლოთ იმისთვის, რომ უკრაინა რუსეთის ხელში არ ჩავარდეს. ვიბრძოლოთ, რომ რუსეთს არ დავუთმოთ ჩვენი მეგობარი ქვეყანა. მაქსიმალურად დავეხმაროთ უკრაინას. ყველას მოგიწოდებთ ვიყოთ ძლიერები და ვიბრძოლოთ მტერზე გამარჯვებისთვის. უკრაინაში ამ დროისთვის იმდენად რთული სიტუაციაა, რომ მათ ჯარისკაცებს მეტი მოტივაცია სჭირდებათ. მინდა მივუგო უკრაინელ მოქალაქეებს არ ჩავარდეთ პანიკაში და იბრძოლეთ, რომ თქვენი სამშობლო ოკუპირებული არ გახდეს“_ამბობდა ის.
მსგავსი სტატიები
- 97"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 97საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 9528 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
- 89დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 86„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ვლადიმერ მენაბდე „მესაქონლეობისათვის მთავარი მიწის ნაკვეთია, საძოვარი, საკვები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის, ის თუ როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი, სარჩო საბადებელი ოჯახებისათვის ეს ერთი პრობლემაა, ხოლო მეორეა როგორ გამოვიყენოთ ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწა, მაშინ როდესაც მცირე მრეწარმე ვართ და მეღორეობას ან კიდევ…