დღეს, ქ. ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე „ალტ ინფოს“ ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნას ადგილობრივი ჟურნალისტები არ დასწრებიან.
აღნიშნული ოფისი გახსნა ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. ადგილზე მისულ ოზურგეთელებს ოფისი დაკეტილი დახვდათ.
_მაგათ ჰგონიათ გურულები გაგვაცურეს? ოზურგეთელები არ დაუშვებენ პრორუსული ძალების მხარდამჭერი ჯგუფის ფუნქციონირებას _განაცხადა აქციაზე გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი უფრო ფართომასშტაბიან აქცის, ორშაბათს, 14 მარტს გამართავენ.

მსგავსი სტატიები

  • 36
    გელა კობალაძე: „ჩვენ პოლიტიკურ ჭრილში ფართს არ ვაქირავებთ“ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ალტ ინფოს“ პრორუსულ პარტიას ქ. ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე უნდა გაეხსნა ოფისი, რომლის მეპატრონეებს შორის ქ. ოზურგეთის ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძეც დასახელდა. გაზეთი „ალიონი“ დაუკავშირდა გელა კობალაძეს, რომელმაც განმარტა, რომ ინდ. მეწარმე ვასილ ბეშიტაიშვილს, მის მეუღლე ელენე ქორიძეს და ილია კეჭაყმაძის მეუღლეს მარინა დოლიძეს  გურიელის…
  • 34
    „ალტ ინფოს“ ახალ ოფისთანაც დაპირისპირებას ჰქონდა ადგილიმიუხედავად ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოების პროტესტისა, ქ. ოზურგეთში, ამჯერად თაყაიშვილის ქუჩაზე „ალტ ინფოს“ ოფისი მალულად გაიხსნა. „ალტ ინფოს“ ოფისში მამა ვახტანგი(თოხაძე) იმყოფებოდა. მისი თქმით მან საცხოვრებელი სახლი აკურთხა და მომავალში ოფისსაც აკურთხებს. დღეს ადგილზე მისულ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებსა და „ალტ ინფოს“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ხოლო სახლის მეპატრონემ ცენტრალური…
  • 32
    ჩოხატაურში „ალტ ინფოს“ ოფისის გახსნა გააპროტესტესდღეს, დაბა ჩოხატაურში „ალტ ინფოს“ ოფისის გახსნა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ძირითადად ოზურგეთის წარმომადგენლები იყვნენ. „ალტ ინფოს“ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთმა ადგილობრივმა ლიდერმა სოსო თოხაძემ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ეს არის კონსერვატორული, პრო ქართული მოძრაობა და მას არავითარი კავშირი აქვს რუსეთთან. აქციის მონაწილეები მალევე დაიშალნენ. როგორც სამოქალაქო აქტივისტმა, ირმა გორდელაძემ თქვა, დიალოგი რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების…