ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ალტ ინფოს“ პრორუსულ პარტიას ქ. ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე უნდა გაეხსნა ოფისი, რომლის მეპატრონეებს შორის ქ. ოზურგეთის ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძეც დასახელდა.
გაზეთი „ალიონი“ დაუკავშირდა გელა კობალაძეს, რომელმაც განმარტა, რომ ინდ. მეწარმე ვასილ ბეშიტაიშვილს, მის მეუღლე ელენე ქორიძეს და ილია კეჭაყმაძის მეუღლეს მარინა დოლიძეს გურიელის ქუჩაზე აქვს კომერციული ფართი . ადრე აქ, პირველ სართულზე პურის საცხობი და მარკეტი ჰქონდათ, ხოლო მეორე და მესამე სართულზე ბარი და სასტუმრო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო პურის საცხობმა და მარკეტმა მუშაობა შეწყვიტა. კარგა ხანია სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს შენობის ორ სართულზე, რომ შემდეგ კომერციულ ფართებს გააქირავებენ.
_ ადგილზე ვასილ ბეშიტაიშვილი იმყოფება და მასთან მოდიან კომერციული ფართის დაქირავების მსურველები. როგორც ვიცი, აქ იყვნენ მაღაზიათა ქსელის „ორი ნაბიჯი“ , „დეილი ექსპრესის“ წარმომადგენლები, ინდ. მეწარმე ლუდა შენგელია სხვები. როგორც მითხრეს აქ იყვნენ დასახელებული პარტიის წარმომადგენლებიც, რომლებსაც მე არ ვიცნობ და მათთან არანაირი შეთანხმება ამ თემაზე არ ყოფილა, სარემონტო სამუშაოები დღესაც არაა დასრულებული. ჩვენ პოლიტიკურ ჭრილში ფართს არ ვაქირავებთ. ამდენად, ჩემს მიმართ ცრუ ბრალდებებს ავრცელებენ. _ გვითხრა გელა კობალაძემ.
ქ. ოზურგეთში და საქართველოს სხვა რეგიონებში „ალტ ინფოს“ ოფისების გახსნის თემა მწვავე რეაქციას იწვევს.
„ბათუმელების“ ცნობით, 8 მარტს, ხულოში ფართის მეპატრონე დავით სოლომონიძემ კონსერვატიულ პარტიას თავისი საკუთრება დაატოვებინა.
„თავიდან არ ვიცოდი ვინ ქირაობდა ფართობს… ჩემთვის მიუღებელია ამ პარტიის პოლიტიკური იდეოლოგიაც და რელიგიური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია_ განაცხადა მან.
„ალტ ინფოს“ ოფისი შუახევშიც დახურეს.
_„3 დღის წინ იქირავეს ჩემი საკუთრება. მე მეგონა ძიძიგურის პარტია, კონსევრატორები ვართო, ასე მითხრეს და მერე გავიგე, რომ თურმე სხვა პარტია ყოფილა…მოვთხოვე დაცლა და დღეს დილით წავიდნენ“_განაცხადა ბინის მეპატრონე დავით მიქელაძემ.
მოქალაქეთა ჯგუფმა ამბროლაურში „ალტ-ინფოს“ ოფისის გახსნა გააპროტესტეს ამბროლაურშიც.
„ჩემი ხარაგაულის“ ინფორმაციით „ალტ ინფოს“ ოფისი 11 მარტს ხარაგოულში გაიხსნა.
დღეს, 12 მარტს, ქ. ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ძირითადად თბილისიდან ჩამოსულმა აქტივისტებმა „ალტ ინფოს“ და კონსერვატორიული პარტიის ოფისი გახსნეს.
მსგავსი სტატიები
- 78საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 78"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 73დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 68ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 6828 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…