_ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ შეწყვიტოს ურთიერთთავდასხმა. ასეთი ჩხუბი სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთს. დეზინფორმაცია მხოლოდ რუსეთს ახარებს და მხოლოდ მის მიზნებს ემსახურება, _ ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ერთად დგომა რუსეთის წინააღმდეგ.
„რაც შეეხება ურთიერთბრალდებებს უკრაინასა და საქართველოში გარკვეულ პირებს შორის, არ მსმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი საქართველოს ამ ომში ჩაბმას ცდილობდეს, ფაქტობრივად, მე მესმის, რომ ადამიანები ძალიან ფრთხილები და სენსიტიურები არიან იმ ფაქტის მიმართ, რომ თქვენს ტერიტორიაზე უკვე იმყოფებიან რუსული ძალები და საქართველოს აქვს რუსული ძალების მიერ მის მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმის მტკივნეული გამოცდილება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ შეწყვიტოს ურთიერთ თავდასხმა. ასეთი ჩხუბი სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთს. დეზინფორმაცია მხოლოდ რუსეთს ახარებს და მხოლო მის მიზნებს ემსახურება. საქართველოსა და უკრაინისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ერთად დგომა საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც სასტიკი მეზობელი რუსეთისგან მოდის, რომელიც ცილობს, წაგართვათ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა,“_ აღნიშნა ელჩმა.
მან ასევე საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„ჩემი ლიდერები, მათ შორის პრეზიდენტი ბაიდენი, გარკვევით აცხადებენ, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით საქართველოს მოწყვლადობას, როდესაც რუსეთი სასტიკად ესხმის თავს უკრაინას. ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას. 30 წელია, ჩვენ საქართველოს თავდაცვის ძალებს ვეხმარებით, ვეხმარებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს, იმისთვის, რომ გაძლიერდნენ და შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა, ეს არის სანაპირო დაცვა, ეს არის სასაზღვრო პოლიცია, ეს არის საქართველოს თავდაცვის ძალები, ეროვნული გვარდია. ყველანი უფრო ძლიერები არიან, გაზრდილი შესაძლებლობით, ისინი არა მხოლოდ თანამშრომლობენ, არამედ შეერთებულ შტატებთან და ნატო-ს მოკავშირეებთან მსახურობენ ავღანეთში, ერაყში. ასე რომ, ვიტყვი, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ძალიან ძლიერია და ამას ჩემი ლიდერები გარკვევით აცხადებენ,“_ აღნიშნა ამერიკის ელჩმა.
მსგავსი სტატიები
- 78საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 77დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 77საზღვარგარეთ, ხშირად გაიგებთ ქართველების პროტესტს, რომ მსოფლიო, საქართველოს, შესაბამისად და იმ საუკეთესო კუთხით არ იცნობს, რომლითაც იმსახურებს. ქართველები ამაში ვადანაშაულებთ ყველას - დაწყებული სახელმწიფოდან, დამთავრებული უცხო ქვეყნის რიგითი მოქალაქით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკუთარ თავს. არადა, დამეთანხმებით, საქართველოს, მსოფლიოსთვის მოსაყოლიც ბევრი აქვს და ბევრიც შეუძლია ასწავლოს. თუ უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველი…
- 71ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 68საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…