როდესაც დასრულდება წითელი ხიდი-სარფის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების 430-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა, მგზავრობის დრო განახევრდება და 4 საათი იქნება.

რეგიონის ტერიტორიზე მიმდინარეობს გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის 14.4 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც შემდეგ ქობულეთის შემოვლით გზას მიუერთდება…

ეს მნიშვნელოვანი მშენებლობა კი გურიის მდინარეების ხეობებს  უკავშირდება, რადგან კონტრაქტორებს ამ პროექტისათვის დიდი ოდენობით ინერტული მასალა  სჭირდება.

შავიზღვისპირა მდინარეების აუზების დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი მთავრობის 2005 წლის 4 სექტემბრის დადგენილება იყო, რომელიც შავი ზღვის სანაპიროდან 20-კილომეტრიან ზოლში ინერტული მასალების მოპოვებას კრძალავდა, კერძოდ: „დაუშვებელია ლიცენზიის გაცემა ინერტული მასალის მოპოვების მიზნით, შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეთა…შავი ზღვის შესართავიდან 20 კილომეტრინ  მანძილზე პირდაპირი ხაზით“…რითაც გარკვეულწილად დაცული იყო მდინარეების ზღვისპირა მონაკვეთები. ინერტული მასალის  ბარბაროსულად მოპოვება გურიის რეგიონში მდინარე სუფსის და ნატანების აუზებში ძირითადად შუა წელში ხდებოდა.

როგორც ვწერდით, (http://alion.ge/2022/02/საბრძოლო-პოლიგონად-ქცეულ/ ) ხელისუფლებამ ერთობლივი საწარმო „POLAT YOL &MAPA“  უფლება მისცა  ზღვიდან 20 კილომეტრიან  ზოლში, მდინარე ნატანებზე, ისტორიული ვაშნარის ციხე-ქალაქის მიდებარედ, ლიცენზიის გარეშეც მოიპოვოს წიაღი. ამისთვის 2020 წლის 4 სექტემბერს. სასწრაფოდ შევიდა ცვლილებები2005 წლის 11 აგვისტოს N 136 დადგენილებაში   „სასარგებლო წიაღის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების“ .

ცვლილება-„ მითითებულ დიაპაზონში ინერტული მასალის მოპოვება ნებადართულია…იმ შემთხვევაში, თუ მოპოვება წარმოებს ჭარბი აკუმულაციის უბნებიდან შავი ზღვის ნაპირების ( პლაჟების) აღდგენის მიზნით. მოპოვება დასაშვებია აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული მასალა დასაწყობებულია“…აღნიშნულ ცვლილებას  ხელს აწერს მაშინდელი პრემიერი-მინისტრი გიორგი  გახარია.

სასწრაფო წესით კანონის ცვლილებას წინ უსწრებდა, კომპანია „პოლატის“  წერილი (27. 08.2020 წ. დოკუმენტის N-TMO/20/0324), რომელიც მათ გაუგზავნეს  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. კომპანიამ დაიწუწუნა წიაღი არ მაქვს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვისო.

ამონარიდი წერილიდან: „აჭარის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უკავშირდება დიდ სირთულეებს და აღნიშნული კუთხით მძიმე მდგომარეობაა, რადგან ფაქტობრივად აღარ არსებობს კარიერები, სადაც შესაძლებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. ამასთან, აჭარის რეგიონში მოქმედებს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #136 დადგენილებით განსაზღვრული შეზღუდვა 20-კოლომეტრიან ზოლში წიაღის მოპოვებაზე. შესაბამისად შეზღუდვის გათვალისწინებით ფაქტობრივად ჩვენთვის შეუძლებელი ხდება პროექტის განხორციელება, რადგან ვერ ვახერხებთ ქვიშა ხრეშის მოპოვებას და ძირითადი სამუშაოების წარმოებას“…

გზა უნდა აშენდეს, და 20-კილომეტრიან ზოლში წიაღისეულის მოპოვებაზე გამონაკლისი გურიაზე დაუშვეს, რომელსაც ხელს ამჟამინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი   აწერს. მდინარე ნატანების აუზში, 20 კილომეტრიან ზოლში ულიცენზიოდ შევიდა„POLAT YOL &MAPA, რომელმაც იქ წიაღისეულის  მოპოვების უფლება ქვემოიჯარე კომპანის გადასცა  (ცნობილი წიაღის მომპოვებელი იაკობ ლექვინიძე, ) და  ახლა ვხედავთ, როგორ ბარბაროსულად ექცევიან ისინი ხეობას.

ამ ხეობაში ადრე 40-მდე ინერტული მასალების მომპოვებელი მუშაობდა, რომლებმაც მნიშვნელოვან აახრეს მდინარე ნატანების აუზის ეს მონაკვეთი.  ახლა ულიცენზიოდ, ოფიციალურად მუშაობს თურქული კომპანიის არაერთი ექსკევატორი და ათეულობით მძიმე წონიანი ავტომანქანა.

სამწუხაროდ, მდინარე ნატანების მიმდებარე სოფლების წარმომადგენლები, არ რეაგირებენ თუ რატომ შეუცვალეს კალაპორი მდინარეს   და რა საშიშროების ქვეშაა გურიანთის, სოფელ ოზურგეთის, ბოხვაურის და სხვა სოფლების ათეულობით ჰექტარი სავარგული, რომლებიც სიმინდის კულტურის ყველაზე უხვმოსავლიან ფართობებად ითვლება მუნიციპალიტეტში.

წლებია ვწერთ კომპანია „აქვას“ შესახებ, რომელმაც თავისი ლიცენზია კომპანია „ნალუთუს“ გადასცა, რომელიც მდინარე ნატანების ხეობაში კიდევ უფრო ზღვისკენ, სოფელ მერიისა და ლაითურის ბოლო საზღვარზე აწარმოებს პირდაპირ მდინარის აუზიდან ქვიშა-ხრეშის მოპოვებას. „ნალუთუ“ 48 ათას ტონიანი ლიცენზიით  დღემდე 18 ათასი ტონა აქვს „მხოლოდ“ მოპოვებული?!   თუ რატომ ვერ „აითვისა“ კომპანიამ რამდენიმე წელში ლიცენზიით გათვალისწინებული რაოდენობა, მხოლოდ იმას ამბონე, რომ ამ კომპანიას ისეთი გავლენიანი პიროვნება „კრიშავს“, რომ გარემოს დაცვის ინსპექცია ხმას არ ამოიღებსო…

მოვინახულეთ უშუალოდ გრიგოლეთი_ჩოლოქის გზის ცალკეული მონაკვეთები, სადაც ასფალტის ფენაცაა დაგებული და უახლოეს ხანში კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება.

თურქული კომპანიის ქვიშა-ხრეშის საწარმოში ათასობით ტონა ქვიშა ხრეშის სხვადასხვა ფრქაციაა დასაწყობებული. „ბლექსი არენას“ მიმდებარედ გზაგამტარი ხიდის მშენებლობა დასრულებულია.

რაცშეეხება წვერმაღალას ტერიტორიზე არსებულ სპეციალურ სასწორს, მასზე შემდგარი ინერტული მასალით დატვირთული ავტომანქანა არ გვინახავს(?!)

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ გაზეთ „ალიონთან“ (#3, 2022 წ)  თქვა:

_„ნებისმიერ წიაღის მომპოვებელ კარიერულ წარმოებას ლიცენზიით თუ ულიცენზიოთ სჭირდება შესაბამისი გარემოსდაცვითი ნებართვა და წარმოების გეგმა, ასევე ადგილობრივი, მუნიციპალიტეტის ნებართვები.

რატომაა ნებადართული გარემოსდაცვითი კანონების უხეში დარღვევა?

მდინარეების კალაპოტის შეცვლა, დაღრმავება, კასკადების მოწყობა, უკონტროლო ტაციობა? რადგან მთავრობის მიერაა ნებართვა გაცემული….გამოდის ყველა კანონმდებლობა უგულველყოფილია. თუ არ შეიცვალა მსგავსი იგნორი კანონებისა, ხელში შეგვრჩება ველური კაპიტალიზმი და აოხრებული ხეობები.“

ამ ეტაპზე ვერ შევძელით გადაგვემოწმებინა საზოგადოებაში არსებული ინფორმაცია  იმის შესახებ, რომ მდინარე ნატანების ხეობაში მოპოვებული ინერტული მასალის ნაწილი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის გარდა, მეზობელ რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა მშენებლობასაც ხმარდება და ამაზე შესაბამისი სამსახურები არ რეაგირებენ…

 

მსგავსი სტატიები

  • 60
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 57
    მდინარე ნატანები მდინარე სუფსის ბედს გაიზიარებსმდინარე სუფსის აუზის აოხრების შემდეგ ქვა-ღორღის მომპოვებელები ახლა მდინარე ნატანების აუზს კვლავ შეესივნენ და ბოლო 20 წლის განმავლობაში 40-მდე ქვა-ღორღის მომპოვებლების მიერ აოხრებულ ხეობას საბოლოო განაჩენს გამოუტანენ. ერთობლივი საწარმო „POLAT YOL &MAPA“ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე შავი ზღვიდან 20-კილომეტრიან ზოლში ასეულობით ათას კუბურ წიაღისეულს მოიპოვებს. სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი თვის ვადაში 530…
  • 57
    „აოხრებულია ყველაფერი, პრაქტიკულად მდინარე არ არსებობს“15 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დაბა ნასაკირალის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბესო ქათამაძემ სიტყვა ითხოვა. იმის გამო, რომ სხდომის დასაწისში ენმ-ის წევრი დეპუტატი თათია ნიკოლაიშვილი სიტყვით გამოვიდა, მას რეგლამენტი შეახსენეს და სხდომის დასრულების შემდეგ მისცეს სიტყვა. საკრებულოს დღის წესრიგით საკითხების განხილვა დასრულებული იყო, ამიტომ რამდენიმე დეპუტატმა სხდომა დატოვა და ქათამაძეს არ…
  • 56
    მდინარე ნატანების აუზი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგასმდინარე  ნატანების აუზებში ინეტრული მსალების ამოღება რომ შესაბამისი კანონების და წესების დარღვევით ხდებოდა და ხდება ამაზე არაერთხელ ვწერდით  საქართველოს მინერალური რესურსების სააგენტო ორი თვეა საჯარი ინფორმაციას არ გვაწვდის...ამჯერად მდინარის აუზში მომუშავე ექსკავატორები ჟურნალისტების გამოჩენისთანავე მდინარიდან ამოვიდნენ და გაიქცნენ. ჩვენს მიერ გამოძახებულმა  გარემოსდაცვითი დეპარტამენტის რეგიონულმა წარმომადგენლება „პოლატის“ მიერ საბუთების წარმოდგენამდე დროებით…
  • 53
    საბრძოლო პოლიგონად ქცეული კარიერიორი წლის წინ თურქეთის ტერიტორიაზე, ძველ ტაო-კლარჯეთის მოსანახულებლად ვიყავით. ჭოროხის ხეობას მიუყვება თანამედროვე ავტომაგისტრალი უამრავი გვირაბითა და სხვა საგზაო ნაგებობით. იშხანის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე, ვნახეთ როგორ მოეხსნათ აქაურ მეგზევეებს უზარმაზი უნაყოფო კლდოვანი  მთა. აქ მოპოვებულ წიაღისეული გზის გადაღმა ქვის სამტვრევ ქარხანაში მუშავდებოდა სხვადასხვა ფრაქციად, რომლითაც შემდეგ  ასფალტს ამზადებდნენ და გზებს…