ერთმანეთის უპატივცემულობა, ლანძღვა-გინება, გაწევ-გამოწევა_ ესეთი გახლდათ ოზურგეთში, 7 აგვისტოს გამართული საკრებულოს მორიგი სხდომა.
საკრებულოს სხდომაზე მდგომარეობა საკითხის დაბა გომისმთის ადმინისტრაციული ერთეულის სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ განხილვისას დაიძაბა.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით მჟავანაძემ შეურაცმყოფელი სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს:
_2020 წლის 3 აგვისტოს, წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს იუსტიციის იმჟამინდელი მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებოდა გომისმთაზე და ხმების სანაცვლოდ და განაცხადა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფასოდ დაიწყებდა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტს და შემდეგ დაიწყებოდა ამ მიწების დარეგისტრირების პროცესი… თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც გომისმთა მოსპეთ, მიწები მიითვისეთ და და ახლა ორი წლის შემდეგ საუბრობთ დაგეგმარებაზე, როცა კურორტი გაანადგურეთ. 24 ადამიანი კი მიეცით პროკურატურას, რომ დასაჯონ?_გაჰყვიროდა მჟავანაძე.
ამას გაწევ-გამოწევა, ნივთების სროლა და დედის გინება მოჰყვა. იყო საპასუხო რეაქციაც.
(აღნიშნული სხდომის შესახებ ვრცლად გაზეთ „ალიონის“ 9 სექტემბრის ნომერში)
მსგავსი სტატიები
- 54ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 52ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 51დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 49ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 44ქ. ოზურგეთში, ექადიაზე მცხოვრები 22 ოჯახისთვის მათ მფლო-ბელობაში მყოფი 3,6 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გაფორმება წლებია არ ხერხდება. ექად-იელთა აქციებმა, კოლექტიურმა წერილებმა ჯერ სააკაშვილის, შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ის შედეგი გამოიღო, რომ ჯერ-ჯერობით მავანმა და მავანმა ამ „მსუყე ლუკმის“ გადაყლაპვა ვერ შეძლო, თუმცა ამის მცდელობა იყო, როცა ეკონომიკის სამინისტრომ 2011…