„გადაეცით მოსახლეობას, მის გვერდით ვარ“…
დღეს, ოზურგეთში, გურიის გუბერნატორის გიორგი სახოკიას წარდგენას გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე ესწრებოდა. იგი დეპუტატის ბიუროში გაზეთ „ალიონს“ შეხვდა და ქ. ოზურგეთში ფერადი ლითონების გადამამუშავებელ ტოქსიკური საწარმოს აგების მიზანშეწონილობის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა:
_„აზერბაიჯანში ვიყავი და ვნახე, რა მდგომარეობაში იყო ერთ-ერთი ქალაქი ალუმინის ქარხნისაგან. ასეთ კარგ მხარეში ასეთი ქარხანა როგორ უნდა აშენდეს, _ თქვა 2020 წლის სექტემბერში ექადიის მოსახლეობასთან შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ.
_ არავითარ შემთხვევაში, ასეთი ქარხნის აშენებაზე არ მივცემთ თანხმობას“ -განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ“. (გაზეთი „ალიონი,“#25, 2020 წ.)
ვასილ ჩიგოგიძემ ამჯერადაც მოსახლეობის მხარადაჭერა გამოხატა.
_„თქვენი გაზეთის საშუალებით, მივმართავ მოსახლეობას,თავიდან ბოლომდე მის გვერდით ვარ, რომ რაიმე არ გამოგვეპაროს და შეცდომა არ დავუშვათ. ამ საკითხს ყველგან მივაქცევთ ყურადღებას“ _განაცხადა გაზეთ „ალიონთან“ ვასილ ჩიგოგიძემ.
მსგავსი სტატიები
- 53ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 51საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 51"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 50ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 49დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…