ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე განცხადებას ავრცელებს და ოპოზიციური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
„რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა, გადამოწმების გარეშე გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა ფულადი ჯილდო გადასცა ქალბატონ ნანა გოთუას, რომელიც მისი მეუღლე და საქველმოქმედო ფონდის „ქართული გალობა“ ხელმძღვანელია – ჯილდო საპატიო ოზურგეთელებისთვის სწორედ აღნიშნულმა ფონდმა დააწესა. ასეთი სიცრუის გავრცელება არც ლოგიკას, არც ჟურნალისტიკის სტანდარტებს და ეთიკას შეესაბამება. აშკარაა, რომ დეზინფორმაცია გამიზნული იყო ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის და მისი ოჯახის დისკრედიტაციისთვის.
სინამდვილეში, ფონდის მიერ დაწესებული 10 000-10 000 ლარი გადაეცა ოზურგეთის მერიის მიერ საპატიო ოზურგეთელის წოდებაზე ნომინირებულ ათიდან ცხრა ადამიანს, ყველას, ქალბატონი ნანა გოთუას გამოკლებით.
მოვუწოდებთ ოპოზიციის მიერ კონტროლირებად მედია საშუალებებს, დაუყოვნებლივ შეასწორონ გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია.”-აღნიშნავს ავთანდილ თალაკვაძე.
დაფინანსებული ფართი
მსგავსი სტატიები
- 55ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 54ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 53სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…
- 53მინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
- 53დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…