ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 25-30 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართველო 2007 წლიდან  აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.

წლევანდელი კვირეულის მთავარი სლოგანია რუტინულ ( გეგმიური) იმუნიზაციაში იმ ჩავარდნებისც აღმოფხვრა რაც გამოწვეული იყო პანდემიის პროცესთან დაკავშირებით.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის იმუნიზაციის  მნიშვნელობის  შესახებ. კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოხდება  იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის, მედიის, ჯანდაცვის სისტემისსპეციალისტების,   პოლიტიკოსების და  სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

გახსოვდეთ, რომ იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი  სრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი! ამ შემთხვევაში ბავშვი დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადებებისგან, რომლის საწინააღმდეგოდ ჩაუტარდა აცრები.

ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება. ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციისეფექტურობას.

  • ნებისმიერს შეუძლია შეიტანოს წვლილი ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებაში
  • მოდითერთად ვიმოქმედოთ
  • ვაქცინაციის ჩატარებით თითოეული მშობელს უდიდესი წვლილი შეაქვს როგორც  საკუთარი  შვილების ასევე  სხვების ჯანმრთელობის დაცვაში.
  • მეცნიერებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე აქვთ გადარჩენილი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შექმნით. მიმდინარე ინოვაციები უფრო მეტი  დაავადებებისაგანდაცვის შესაძლებლობას შექმნის მომავალში.
  • ექიმები ვაქცინაციაზე ყველაზე სანდო წყაროა მათი პაციენტებისათვის. ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებით ხდება სოცოცხლეს გადარჩენა.
  • ვაქცინაციის შესახებ ფაქტების გაზიარებით ყველას შეუძლია გაზარდოს ვაქცინაციის შესახებ ცნობიერება იმუნიზაციის შესახებდა ამით გადაარჩინოს მილიონობითსიცოცხლე.
  • საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მომავალი იმ დაავადებების გარეშე რომელთა პრევენცია ვაქცინაციით არის შესაძლებელი

ვაქცინები მოქმედებს!

იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ყველაზე ეფექტურ ინტერვენციას წარმოადგენს;

ვაქცინაცია ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს სიკვდილის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებისაგან.

ვაქცინაცია ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური, სანდო და უძველესი საშუალებაა.ვაქცინოლოგია, როგორც მეცნიერება,  უკვე ცნობილია 200 წელი და აქამდე ერთგულად ემსახურებაკაცობრიობას.  ვაქცინაციის წყალობით დამარცხებულია ყვავილი, თითქმის განადგურებულია პოლიომიელიტი, მკვეთრადაა შემცირებული წითელათი, ცოფითა და წითურათი ავადობა. ამ ვირუსულ დაავადებებთან ერთად აღნიშვნის ღირსია სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებები – შავი ჭირი, ქოლერა, ტუბერკულოზი, დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ტულარემია, ჯილეხი – აი არასრული სია დაავადებებისას, რომლებთან ბრძოლაშიც გაიმარჯვეს ვაქცინებმა.

რომელი დაავადებების საწინააღმდეგოდ ტარდება აცრები

ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (საქართველოს შრომის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის  მინისტრის ბრძანება01-51/ნ 25.06. 2020წ).რუტინული ვაქცინაციის სქემა დამოკიდებულია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ და პროგრამულ თავისებურებებზე.  სახელმწიფო უზრუნველყოფს  13 ინფექციის – ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, ბჰეპატიტის, როტავირუსული, პნევმოკოკური  ინფექციების , ბ  ტიპის  ჰემოფილუს ინფლუენციის და ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

იმუნიზაციასრულყოფილადითვლებაიმშემთხვევაში, თუ  ბავშვს:

1წლამდე ასაკში ჩატარებული აქვს12 აცრა:BCJ, HEPB (მონო), 3 (DYT+HEPB+HIB), 3 OPVDA 2 როტავირუსული ინფექციის და 2 პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო აცრა

1 წლიდან 2 წლამდე ასაკში 4 აცრა: WWY,  PKV, DYTDAOPV ; 

5 წლისასაკში 3 აცრა: DT, OPVDAWWY;

 14 წლის ასაკში 1 აცრა – TD.

იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარისრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი. ამ შემთხვევაში ბავშვი დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადებებისაგან, რომლის წინააღმდეგ აცაცრები ჩაუტარდა.

ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამოდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება, ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას.

დაუშვებელია აცრების გადავადებ აისეთი ცრუ უკუჩვენებების გამო, როგორიცაა გაციება, ხველა, სურდოალერგია, ქრონიკული დაავადებები და ა..

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული და სერთიფიცირებული ვაქცინები.აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა, მიუხედავად მწარმოებელი ქვეყნისა და/ან კომპანიისა, გამოირჩევა მაღალიეფექტურობისა და უსაფრთხოების მაჩვენებლით.თუმცა ვაქცინის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვაქცინირებული პირის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე სრულყოფილი იმუნიტეტის გამომუშავების თვალსაზრისით. აღსანიშნავია ისიც, რომ აცრები ტარდება ერთჯერადი ავტობლოკირებადი შპრიცების საშუალებით იმუნიზაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ყოველივე ზემოთ აღნიშნული, მომსახურების მიწოდების სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორთან ერთად, განაპირობებს ვაქცინაციის პროცესის ეფექტურობას და უსაფრთხოებას.

უნდა გვახსოვდეს რომ არავაქცინირებული პირი საფრთხეს  უქმნის როგორც საკუთარ, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს!

აიცერი და დაიცავი მომავალი თაობა!

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის

გურიის განყოფილების უფროსი არჩილ მჟავია.

 

მსგავსი სტატიები

  • 80
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 71
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 71
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 69
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 68
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…