ერთი თვის წინ დაბა ურეკში, შშმ პირთა დღის ცენტრი გაიხსნა.

როგორც 6 აპრილს გახსნის ცერემონიალზე გაცხადდა, ფსიქოლოგმა და ფსიქოთერავპეტმა ლია სერგეევნამ ევროპის და ამერიკის დონორი ორგანიზაციების თანადგომით აშენდა და ამოქმედდა ახლებური სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრი.

გახსნის ცერემონიალს მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.

დღეს, დღის ცენტრის თანამშრომელმა, შშმ პირმა თამუნა ლურსმანაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ სამსახურში მისულს პანდუსი მოშლილი დახვდა. მან ამის გამო ვერ მოახერხა შენობაში შესვლა, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, დღის ცენტრიდან არაერთი ნივთი იყო წაღებული. დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ამაში იგი სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის დამფუძნებელს ლია სერგეევნას ადანაშაულებს.

_მეგობრებო ძალიან ცუდად ვარ მოვედი სამსახურში და პანდუსი მოშლილი დამხვდა. დატოვა შშმ ბავშვები ღია ცისქვეშ მისი ნივთები ყველაფერი წაეღო დღე და არა ღამით. ჩვენი ბავშვების ნამუშევრებიც კი წაიღო ეს ამაზრზენი ვანდალური ფაქტია. პანდუისიც კი წაიღო ძალიან გაბრაზებული ვარ. უფალმა განსაჯოს ყველა დამნაშავე _წერს თამუნა ლურსმანაშვილი სოციალურ ქსელში იგი.

დაახლოებით 40 წუთის წინ ადაპტი ცენტრის განცხადება გავრცელდა:

„ჩვენო მშობლებო და ბავშვებო, ჩვენო ერთგულო თანამშრომლებო, ჩვენო გულშემატკივრებო _ ჩვენი დღის ცენტრი არათუ დაიხურება, პირიქით გაძლიერდება და ჩვენი ბავშვები იქნებიან აქ…. თქვენით გვიხარია ყველაფერი… გვიყვარხართ… უახლოესს დღეებში შევხვდებით… მოვაწესრიგებთ ყველაფერს და გავაგრძელებთ..“.

(ფოტო 6 აპრილსს, დღის ცენტრის გახსნის ცერემონიალზეა გადაღებული.)

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 68
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 55
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 54
    საქართველოს პრემიერმინისტრის საახალწლო მილოცვასაქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ახალი – 2023 წელი მიულოცა. „სამოქალაქო საქართველო“ პრემიერის საახალწლო მილოცვის სრულ ტექსტს გთავაზობთ: „ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთ წელს ვაცილებთ ერთად, რომელიც მარტივი არ ყოფილა და ბევრი ტკივილით, სირთულითა და რისკებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ასევე გვქონდა ბევრი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. ჩვენ ერთად, ზომიერებითა…
  • 54
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 54
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…