მდებარეობა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ უკანავას მიმდებარე ტერიტორია
2023 წლის 30 მაისს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე  გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გამოსცა.

„დღეს მივიღეთ გარემოსდაცვითი დაგაწყვეტილება, გურიაში, კერძოდ მდინარე ბახვისწყალზე, სოფელ უკანავას მიმდებარედ  დაგეგმილ ბახვი 2 ჰესის პროექტზე. ახლა დროა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ამჟამად ვმუშაობთ სამშენებლო ნებართვების საკითხზე. მესამე წელი დაიწყო, რაც რეგიონში ვართ წარმოდგენილები და საკმაოდ კარგად გავიცანით ადამიანებიც და გარემოც. გვახარებს ის ფაქტი, რომ მოგვეცა საშუალება ავაშენოთ ჰესი, რომელსაც პრეტენზია ექნება იყოს საუკეთესო პროექტი გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მართვის თვალსაზრისით. ეს კი მხოლოდ ჩვენი, როგორც პროექტის განმავითარებლების დამსახურება კი არ იქნება, არამედ მთელი აქაური საზოგადოების, ვინც პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ საკითხის განხილვებში და ვისი რეკომენდაციების საფუძველზეც მოხდა პროექტის დახვეწა და ოპტიმიზაცია.დიდი მადლობა თითოეულ პირს, რომელსაც გული შესტკივა და უნდა საუკეთესო თავისი რეგიონისთვის. დიდი მადლობა ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებს, სწორედ მათი ჩართულობით მოგვეცა საშუაელება, ეს პროექტი საუკეთესო გაგვეხადა რეგიონისა და ქვეყნისათვის“ _განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა, ბახვი ჰესის დირექტორმა.

პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა 2022 წლის 21 დეკემბერსოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში ჩატარდა. საჯარო განხილვის დროს პროექტს უპრეცედენტოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ადგილობრივი (მთისპირის თემის) მოსახლეობისგან და მუნიციპალიტეტში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.

დაფინანსებული ფართი

 

 

მსგავსი სტატიები

  • 90
    „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროექტი მთისპირშიმდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს,  გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი  და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…
  • 86
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 82
    „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, ჩართულობა, თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში. ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის,  ნატანების  ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,…
  • 82
    CCEH-ის ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური გურიიდან ჩასულმა დელეგაციამ დაათვალიერა  2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს  მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…
  • 78
     ბახვი ჰესის ტრენინგების ფარგლებში მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს გიორგი სუხიტაშვილი ესტუმრა  2023 წლის 6 მაისს, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეწვია. მოსწავლეებთან შეხვედრა ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროეტის ფარგლებში გაიმართა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა, კარიერული განვითარება, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები. გიორგი სუხიტაშვილის სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში…