ნოდარ დუმბაძის სახელობის   მეოთხე საერთაშორისო  თეატრალური ფესტივალისმეოთხე დღეს  ვიხილეთ სამი  ქართულ ლიტერატურაზე აგებული  სპექტაკლი – დმანისის  ზინაიდა კვერენჩხილაძის  სახელობის პროფესიულისახელმწიფო დრამატული თეატრის „ჩემო კალამო ანუ ჩვენი გოლგოთა“ ( რეჟისორი – გიორგი სიხარულიძე), ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის „ბოშები“ (რეჟისორი – კობა სხილაძე) და მიხეილ თუმანიშვილის უკვდავი სპექტაკლი „ბაკულას ღორები“.

„ჩემო კალამო ანუ ჩვენი გოლგოთა

ფესტივალის მეოთხე დღე დაიწყო ოზურგეთის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გიორგი სიხარულიძის სპექტაკლით „ჩემო კალამო ანუ ჩვენი გოლგოთა“ . აღნიშნული დადგმა არის ილია ჭავჭავაძის  ცხოვრებისა და შემოქმედების  ერთგვარი ანალიზი .

ექსპერიმენტულ დარბაზში შესვლისთანავე  ყურადღებას იქცევს თეო კუხიანიძის მხატვრობა. კოსტიუმები  და დეკორაცია  გვიქმნის  მეცხრამეტე საუკუნის ატმოსფეროს.

დმანისის თეატრის დასის ახალგაზრდა წევრები გამოირჩევიან მრავალმხრივობით . მათ არაერთ სპექტაკლში დაინახავთ  თუ როგორი არტისტულები და მუსიკალურები არიან ისინი.   გამონაკლისს არც „ჩემო კალამო“ წარმოადგენს .  აღსანიშნავია ისიც,რომ სპექტაკლში თავად რეჟისორიც მონაწილეობს  და გვატკბობს თავისი შესანიშნავი ხმით.

„ჩემო კალამო“ გამოირჩევა არა მხოლოდ სინთეზურობით,არამედ ანსამბლურობითაც .თანაც, სპექტაკლში  მოწვეული  მსახიობებიც არიან- გია აბესალაშვილი, კოტე მჟავია და  ნიკა კახელი .ამით იმის თქმა მსურს,რომ  მსახიობები   სხვა თეატრის არტისტებთან მუშაობისასაც არ კარგავენ ნიშას და ქმნიან ანსამბლურ დადგმას . საერთოდ, დმანისის თეატრი გამოირჩევა კოპროდუქციული ნამუშევრებით.

„ბოშები“

ახლა კი  გადავინაცვლოთ   ჩოხატაურის კულტურის სასახლეში, სადაც ვიხილეთ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის „ბოშები“, ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების  მიხედვით. სპექტაკლის რეჟისორი და ინსცენირების ავტორი  კობა სხილაძე გახლავთ.

ამ სპექტაკლში დაინახავთ ცელქ, გიჟმაჟ, გულუბრყვილო და მეოცნებე  პერსონაჟებს ,რომლებსაც უყვართ  ცხოვრება .  ამ თვისებებით განსაკუთრებულად  გამოირჩევა ნოდარიკო (კოტე კახიშვილი).  აღნიშნულ სპექტაკლში თქვენ დაინახავთ მსახიობებს,რომლებიც მაქსიმალურად იხარჯებიან , მთელი გულით თამაშობენ,  მღერიან და ცეკვავენ . ამასთანავე , სპექტაკლი ისეთი დინამიკურია,რომ მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ.

„ბაკულას ღორები“

ფესტივალის მესამე დღე დაგვირგვინდა ისეთი ლეგენდარული  სპექტაკლით,როგორიცაა მიხეილ თუმანიშვილის „ბაკულას ღორები“, რომელიც დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა დადგმული ( ინსცენირების ავტორი – ცოტნე ნაკაშიძე).

„ბაკულას ღორები“  თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთგვარი სავიზიტო ბარათია . ორმოცდახუთ წელზე მეტია  სპექტაკლი ცოცხლობს და მაყურებელს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს . ვფიქრობ,  დადგმის ხანგრძლივ სცენურ სიცოცხლეს განაპირობეს ,როგორც საოცარი სამსახიობო ანსამბლი, ისე  წამოჭრილი თემების აქტუალობა .

სპექტაკლის მხატვრული ენა პირობითია ამაზე  მეტყველებს თუნდაც  გივი ცერაძის  სცენოგრაფია- კოსტიუმების მხატვრობა . მსახიობების შექმნილი პერსონაჟები კარიკატურულები არიან. მსგავსი გამომსახველობითი ხერხით შემოქმედებითი ჯგუფი მწვავედ წარმოაჩენს  პერსონაჟთა გრძნობათა ბუნებას , სპექტაკლში წამოჭრილ პრობლემატიკას.

იცით  „ბაკულას ღორები“  დღსაც რატომაა ძალზე აქტუალური? XXl საუკუნის საქართველოში კვლავ „ ფული ყველა კანონს თავის ნებაზე ატარებს“ , კვლავ „უპატრონოები“ და მესიის მოლოდინში  გახლავართ . ე.წ. დანოსების თემაც ხომ ჩვეულებრივ მოვლენად გვექცა .  რუსეთი დღესაც თამამად გვეუბნება,როგორც პაატა ბარათაშვილის ვასილ ივანოვიჩი –  „ ზა ვაშუ როდინუ, ზა ნაშუ გრუზიუ“ (  გაუმარჯოს თქვენს  სამშობლოს , ჩვენს საქართველოს“).

უღრმესი მადლობა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის შემოქმედებით ჯგუფს შესანიშნავი საღამოს შექმნისთვის !

ანასტასია ჩერნეცოვა

 

მსგავსი სტატიები

  • 59
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 52
    ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის  ყაზახურ-ქართული სპექტაკლებინოდარ დუმბაძის სახელობის   მეოთხე საერთაშორისო  თეატრალური ფესტივალისმეხუთე დღეს ვიხილეთ, როგორც ქართული დრამატურგიის,ისე პროზის ინტერპრეტაციები .პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის,რომ კუდუს კუჟმაიაროვის სახელობის იუგურული მუსიკალური კომედიის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოგვიდგინა  „ომობანა“ (რეჟისორი - გაუხარ ადაი ),ხოლლო შემდეგ ვიხილეთ  საბიტ მუკანოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო მუსიკალური დრამატული თეატრის  „კუკარაჩა“ (რეჟისორი -ბარზუ აბდურაზაკოვი) და…
  • 49
    ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის  მეექვსე დღე   ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მეექვსე დღეს ვიხილეთ სამი ქართული სპექტაკლი -  თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის „ჩუმად , რეპეტიციაა!“ (რეჟისორი- პაატა გულიაშვილი), სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის „HELLADOS - გაკვეთილი“ (რეჟისორი- ვახტანგ ნიკოლავა ) და თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის „თეთრი ბაირაღები“…
  • 49
    ფესტივალის მესამე დღეანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის  მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მესამე დღე მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. შესაძლებლობა გვქონდა გვეხილა ოთხი სპექტაკლი -ესპანეთის Travía Teatro-ს კომედია „მოგზაურობა პანიკიაზე“(რეჟისორი- ქრისტინა იანე) ,ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის „ვანო და ნიკო“ (რეჟისორი - მარიამ სიხარულიძე), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრის „მოდინახე“ „თეთრი ბაირაღები“( რეჟისორი- ნუგზარ ბუცხრიკიძე)…
  • 48
    ოზურგეთის თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნასაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. მაყურებელმა თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმული საავტორო სპექტაკლი „ცის-კარი“, ხოლო დიდ სცენაზე რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლი ,,ვანო და ნიკო“ იხილა. ფესტივალის გახსნასკულტურის მინისტრი თეა…