ინგლისური ჩემპიონშიფის ბინადარმა „ჰალ სიტიმ“ მთავარი მწვრთნელი გრანტ მაკკანი თანამდებობიდან დაითხოვა. არადა, საინტერესოა, რომ გუნდმა ბოლო ორი თამაში ლიდერებს („ბორნმუთი“, „ბლექბერნი“) მოუგო ისე, რომ გოლიც არ გაუშვა…

უკვე კლუბის ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა, რომ იწყება „ახალი ერა“, რაც ნიშნავს – „აჯუნ მედია გლობალი“, რომლის დამფუძნებელი თურქი ბიზნესმენი აჯუნ ილიჯალია, „ჰალ სიტის“ მფლობელი გახდა.

ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ ინფორმაცია  დღეს გავრცელდა. ყველა ინგლისური საიტი თურქულ წყაროებზე დაყრდნობით გვამცნობს, რომ მაკკანის შემცვლელი შოთა არველაძე იქნება.

თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც დაგეგმილია, შოთას დებიუტი 29 იანვარს “სუონსისთან” მატჩში შედგება.

მსგავსი სტატიები

  • 52
    „კოხტა ძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე მედიაში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმიანებაკომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ   იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა  დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _…
  • 38
    საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას „ალიონის“არქივის ნაწილი გადაეცადღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გურიის რეგიონალური გაზეთ „ალიონის“ არქივის ნაწილი გადაეცა. _ გაზეთ „ალიონის“ არქივის დიდი ნაწილი (1931 წლიდან ყოფილი „ლენინის დროშა,“ გაზეთი „გურია,“ ალიონი“) საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული,(ვგულისხმობთ გაზეთის თითო ეგზემპლარს“). 2013 წლიდან საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და გაზეთ „ალიონს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის შესაბამისად  ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულია  ბოლო…
  • 33
    მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების აზრი საარჩევნო გარემოს შესახებშოთა გოგიბერიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: _  სამწუხაროა რომ პლაკატების ომი გრძელდება.  არ ვიცი ამას ვინ აკეთებს. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების პლაკატებიც ხშირად მინახავს ჩამოხეული. ამაში ხომ თანხებია გადახდილი. გულდასაწყვეტია,  ამით ზიანდება საარჩევნო პროცესი. აქტივისტების, კოორდინატორების, აგიტატორებისგან ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია ზეწოლებისა და ხელის შეშლის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საოლქო და საუბნო…
  • 30
    სატელევიზიო არხების ყველაზე დიდი დამფინანსებლების ათეული2023 წელს ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 87.4 მილიონი ლარი მიიღეს, რაც 2022 წელთან შედარებით 13.7 მილიონი ლარით მეტია. აღნიშნულ მონაცემებს კომუნიკაციების კომისია ასაჯაროებს. მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფარგლებში ComCom-ში ტელევიზიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად რეკლამის დამკვეთები, რომლებიც „ტელეიმედში“, „რუსთავი 2“-ში,„მთავარ არხში“, „პოსტივიში“,  „ფორმულასა“ და „ტვ პირველში“ ყველაზე მეტ თანხას…
  • 30
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…