განცხადება

ინფორმაცია 110 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის (ეგხ) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის წარდგენის შესახებ

 

„ბახვი ჰესმა“ ამა წლის 1 მარტს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განსახილველად წარადგინა ბახვი 1 და 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის 110 კილოვოლტიანი საჰაერო ორჯაჭვიანი(ეგხ) „ბახვი1-2“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის  სკოპინგის ანგარიში.

„ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის საკითხი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია.  იმისათვის რათა, ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მივაწოდოთ ცენტრალურ გადამცემ ხაზს, საჭიროა მასთან მიერთება. შესაბამისად, დღეს შევიტანეთ სკოპინგის პროექტი და ცხადია, ეს პროექტიც გაკეთდა იმ სტანდარტების დაცვით, რასაც ვიყენებთ ჩვენს პრაქტიკაში და ესაა, როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო IFC და EIB სტანდარტები. ვიმედოვნებთ, რომ სკოპინგის პასუხი დადებითი იქნება და ჩვენ დაუბრკოლებლად გადავალთ გზშ-ს ეტაპზე“ _ განაცხადა დავით კობერიძემ, ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალურმა მენეჯერმა.

გთხოვთ, იხილოთ ბმული: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/2538

„ბახვი ჰესი,“„ ბახვი 1,“ და „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების“ პროექტების განმახორციელებელი კომპანიაა, რომლის ინვესტორებიც არიან ერთის მხრივ ამერიკული ფონდი, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი და მეორეს მხრივ ავსტრიული კომპანია „ილაგი“. ბახვი ჰესის საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე, IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით. კომპანიას შექმნილი აქვს დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სისტემა და ყოველ ჯერზე, უზრუნველყოფს აღნიშნული სისტემით განსაზღვრული წესების ზედმიწევნით შესრულებასა და დაცვას.

ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, გარემოსა და რეგიონის განვითარებაზე

 

მსგავსი სტატიები

  • 96
    „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროექტი მთისპირშიმდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს,  გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი  და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…
  • 89
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 87
    ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის 3D ვიდეოკომპანია ბახვი ჰესი გთავაზობთ ვიდეოს, სადაც გამოყენებულია 3D ანიმაცია, იმისათვის, რათა დაინტერესებულმა მხარეებმა უკეთ შეძლონ ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის აღქმა და შეფასება.  აღნიშნული ვიდეოს გადაღება, ჩვენი გაცხადებული დანაპირების, დაინტერესებული მხარეების მეტი ინფორმირებულობისათვის და პროექტის გამჭვირვალობისთვის მოვახდინეთ. მოგეხსენებათ, ბახვი 1 გურიის რეგიონში, კერძოდ ოზურგეთსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, მდინარე ბახვის წყალზე…
  • 86
    ეკოლოგია, კლიმატი, განახლებადი ენერგიები და უსაფრთხოება  - ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა წელი2023წლის სექტემბრის თვიდან, შპს ბახვი ჰესისმიერ, ადგილობრივმოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში განახლებულიპროგრამით დაიწყო. პროგრამას 2023 წლიდან დაემატა ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ და მისი მართვა, ეკოლოგია,  ბუნებრივი კატასტროფების ამოცნობის ნიშნები და  საჭირო უსაფრთხოების ზომების გატარება. გასულ წლებთან…
  • 86
    ბახვი ჰესის წლის შემაჯამებელი ექსკურსია _ მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების უფროსკლასელებმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი დაათვალიერეს2023 წლის 10 ივნისს, ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის 39-მა უფროსკლასელმა (8, 9, 10, 11, 12 კლასი) ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ვანის ნაქალაქარი დაათვალიერა. მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორია ვანის ნაქალაქარისა და არქეოლოგიური მუზეუმის შესახებ, დაათვალიერეს…