ინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერთან, დავით კობერიძესთან

_ბატონო დავით, როგორ დაახასიათებთ ჰიდროენერგეტიკას და არის თუ არა ის მწვანე ენერგიის წყარო?

_ ჰიდროენერგეტიკა არამც თუ მწვანე და განახლებადი ენერგიის რესურსია, არამედ ქარისა და მზის სადგურებისგან განსხვავებით სტაბილური ენერგიის წყაროა. ქარისა და მზის სადგურების მუშაობა მეტწილად დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე მაშინ, როცა ჰიდროელექტროსადგურები სტაბილური ენერგიის წყაროა. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სხვა ენერგიის ფორმებთან შედარებით ჰოდროექლექტროსადგურები ე.წ სათბური გაზების  დაბალი გამოყოფით/წარმოქმნით გამოირჩევა. მოგეხსენებათ, რომ სათბური გაზები არის გლობალური დათბობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმაპირობებელი და მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ქვეყანა გლობალურ დათბობას სწორედ განახლებად, მწვანე ენერგიაზე გადასვლით ებრძვის.  მაგალითად, ბახვი 2 ჰესის ფუნქციონირების სრული ციკლის მანძილზე 55 ათასი ტონა სათბური აირების გაფრქვევის თავიდან აცილება მოხდება. ეს კი, რომ წარმოიდგინოთ, 24 000 ტონა ბენზინის მოხმარებისას გამოყოფილი ემისიების რაოდენობას უტოლდება.

_ ხშირად საუბრობთ გარემოსდაცვით ასპექტებზე, იმაზე თუ რა შემარბილებელი ღონისძიებები უნდა გატარდეს, რათა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის და მისი ფუნქციონირების პერიოდში ბიომრავაფლეროვნებაზე გავლენა ნაკლები იყოს

 _ მოგეხსენებათ, ბიომრავალფეროვნების, ასევე კლიმატის და კუმულაციის კვლევა  უცხოელი ექსპერტების მეშვეობით განხორციელდა. მათ მოგვიმზადეს ყოვლისმომცველი რეკომენდაციები, რომლებიც რიგ შემთხვევაში   მიმართლია ზემოქმედების შემცირებისა და თავიდან აცილების,  ხოლო რიგ შემთხვევებში კი, მიყენებული ზემოქმედების კომპენსაციაზე.  რთული, მაგრამ საინტერესო პერიოდი გვაქვს წინ. ერთი მხრივ, უნდა ავაშენოთ ჰიდროელექტროსადგური და მეორე მხრივ, განსაკუთრებით კი, მე და ჩემმა გუნდმა, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბიომრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით შემარბილებელი ღონისძიებების საუკეთესო პრაქტიკები გატარდეს.

_ თქვენ გუნდი ახსენეთ და რამდენი ადამიანი მუშაობს გუნდში?

 _  ამ ეტაპზე გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების განყოფილებაში ჩემი ჩათვლით ოთხნი ვართ. ჩვენ ოზურგეთის ოფისში ვმუშაობთ, თუმცა ძირითადად გასულები ვართ და ველზე გვიწევს საქმიანობა. გუნდში გვყავს მთისპირის მკვიდრი მაია ჩავლეშვილი, რომელიც მოსახლეობასთან ურთიერთობის ოფიცერია, მას მუდმივ რეჟიმში აქვს შეხვედრები, როგორც მთისპირის თემის, ასევე ჩხაკაურას მოსახლეობასთან და პროექტთან დაკავშირებით მათ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს ეცნობა. ჩვენი  გუნდის წევრია ნოდარ თხელიძე, რომელიც გარემოსდაცვის ოფიცერია და მოსე დათუნაიშვილი, რომელიც სოფელი დვაბზუს მკვიდრია. ის მეტყევე ინჟინერის პოზიციაზე მუშაობს და მის მოვალეობებში შედის ტყეში განხორციელებული სამუშაოების კონტროლი.

ჩვენი ფუნქცია მოვალეობები ნაწილდება გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს შორის. ორივე მიმართულება ძალიან მნიშნელოვანია, ერთი ზრუნავს გარემოსა და ბიომრავალფეროვნებაზე, მეორე კი ადამიანებზე. ზუსტად ესაა ჩვენი კომპანიის გზავნილიც. ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, გარემოსა და რეგიონის განვითარებაზე. ვაცნობიერებთ, რომ საკმაოდ სერიოზული საქმე გვაბარია და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს ფუნქცია-მოვალეობებს. ვფიქრობ, თუ გიყვარს სამშობლო, ადამიანები და მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ცხოვრობ, ასევე თუკი, აცნობერებ, რომ  აქ უნდა იცხოვრონ მომავალმა თაობებმა, აუცილებლად აიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ კეთილსინდისიერად აკეთო საქმე, რაც გავალია და როცა პროექტი შედგება, არ შეგრცხვება უკან მოხედვის და ამაყად მოუყვები შვილებს, რომ ამ პროექტის განხორციელებაში შენი დიდი წვლილია.

დაფინანსებული ფართი

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    „ამერიკის ელჩთან შეხვედრა 21 მარტს ნამდვილად შედგა“ - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებსსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ…
  • 100
    ფესტივალის მერვე დღე _„ცის კარი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მერვე დღეს მაყურებელმა ორი წარმოდგენა იხილა. მაყურებელმა გაიცნო ბრაგის თეატრალური კომპანია სპექტაკლით „ცის კარი“ (რეჟისორი- ელენე მაცხონაშვილი) და თავისუფალი თეატრი სპექტაკლით „სამანიშვილის დედი(ს) ნაცვალი“. საგულისხმოა, რომ ორივე სპექტაკლში ასახულია რეჟისორების განსხვავებული ხედვა და ინტერპრეტაციები. „ცის კარი“ ფესტივალის ფარგლებში ბრაგის თეატრალური კომპანიის სპექტაკლის სანახავად ჩოხატაურის კულტურის…
  • 100
    „ჯუმა“, ჯუმათელები და... სამოქალაქო აქტივობაჯუმათი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელია. მაღალმთიანი, ულამაზესი, უძველესი კულტურის მქონე, აქ ადამიანთა დასახლების ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება... ალბათ, ადრეული ცივილიზაციის გაგრძელებაა, რომ სოფელში სამოქალაქო აქტიურობით გამორჩეული ახალგაზრდობა ცხოვრობს და საქმიანობს კიდეც. ქალბატონი მაკა ჩხარტიშვილი ჯუმათის სათემო ორგანიზაციის „ჯუმას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია. „ჯუმა“ კი არასამთავრობო ორგანიზაციის „გურიის მედიატორთა ასოციაცია“ ქოლგის ქვეშ საქმიანობს.…
  • 95
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 92
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…