17 ოქტომბერს, სოფელ ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის წმინდანად შერაცხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება _ „ექვთიმეობა“ გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის სფეროს, სამუზეუმო გაერთიანების თანამშრომლები, ლიხაურის სკოლის პედაგოგები და სხვები.

თავდაპირველად ჩატარდა წმინდანისადმი სავედრებელი პარაკლისი;  ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმის მენეჯერმა რუსლან ურუშაძემ  საინტერესო  მოხსენება გააკეთა  შეკვეთილში თურქებთან ბრძოლის ისტორიიდან.

შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გია ანთაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, გურიის გუბერნატორის მოადგილე ლაშა ჭელიძემ ყვავილებით შეამკეს  წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის მემორიალი.
გაიმართა ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ანსამბლების – „რეხეულის“ და „შემოქმედის“ კონცერტი;
საღამოს კი  ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე  სპექტაკლი „ექვთიმეს“ განახლებული დადგმა წარმოადგინეს..

 

მსგავსი სტატიები

  • 76
    „სამუზეუმო მეხსიერების სალაროდან“https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
  • 76
    გადადგომების დიდი ტალღა კულტურის სამინისტროშიგაზეთი „ალიონი“ 2026 წელს (#7,#11)წერდა ლევილის ქართულ მამულში არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ, თუ როგორ არ სრულდებოდა საქართველოს მთავრობასთან ლევილის დარბაზში ხელმოწერილი შეთანხმება „ვალდებულებით ლევილის მამულის საქართველოსათვის გადაცემის (ჩუქების) შესახებ“. ტიერი ბერიშვილი თავიდან ბოლომდე მონაწილეობდა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადაცემის პროცესში და, როგორც ფირცხალავებისა და რამიშვილების ოჯახების წარმომადგენელმა, ხელი მოაწერა 2016 წლის…
  • 76
    შობა-კალანდა გურიაში(გაგრძელება. დასაწყისი იხ.  https://alion.ge/2025/12/%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%99/)                                            კალანდა გურიაში ახალ წელს კალანდას უწოდებენ და მას თოფების გასროლით ხვდებიან., სიტყვა  კალანდა ლათინური სიტყვა კალანდედან  წარმოდგება და თვის პირველ რიცხვს ნიშავს. კალანდის შესახვედრად აუცილებელი…
  • 72
    17 ოქტომბერი ექვთიმე თაყაიშვილის წმინდანად შერაცხვის დღეა.17 ოქტომბერი ექვთიმე თაყაიშვილის წმინდანად შერაცხვის დღეა.აღნიშნულთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, დღეს „ექვთიმეობა“ აღინიშნა.ოზურგეთის მერის მოადგილემ ნათია გოლიაძემ, სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა ლანა ქავთარაძემ და კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელმა კობა ბანძელაძემ, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.მამა გიორგი კობალავამ, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მგალობლებთან ერთად, წმინდანის…
  • 72
    ისევ ალეგრობის შესახებ„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო  დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო  სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის  მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი  ბევრი კულტურული ღონისძიების  წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ  ისიც, რომ   ოზურგეთის…