მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა შეიქმნას  ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის სამსახურები

მშობლებს ვასწავლოთ  რა არის პოზიტიური აღზრდა

„კავშირი ქალთა ცენტრი” ძდექ-ის გურიის რეგიონული კომიტეტის ჩართულობით, ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ოჯახში ძალადობის და აგრეთვე ბავშვზე ძალადობის და უგულებელყოფის შემთხვევების ადრეული იდენტიფიკაცია და მათზე რეაგირების მიზნით საბავშვო ბაღის დონეზე პრევენციის მექანიზმების შემუშავება, აგრეთვე მოზარდებში სტრესის და აგრესიის მენეჯმენტის საგამანათლებლო საუბრების ჩატარება. პროფესორმა ია ვერულაშვილმა ისაუბრა დაფარული ფორმების გამოვლენის მნიშვნელობაზე არტ-თერაპიის მეთოდით საბავშვო ბაღის დონეზე, რაც საფუძველი იქნება ადრეულ ეტაპზე ძალადობის გამოვლენის და ოჯახში პრევენციის. ი. ვერულაშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახური ძალადობის დროს მსხვერპლი არის არამარტო ქალი, აგრეთვე ბავშვი. მსხვერპლი ბავშვები კი იყოფიან ორ კატეგორიად: უშუალო პირდაპირი მონაწილე ან არაპირდაპირი – დედაზე განხორციელებული ძალადობის მოწმედ ყოფნით . ბავშვი ხდება ჩაკეტილი, აწუხებს კოშმარები და შიშები, ენურეზი, წიკები, მეტყველების, ყურადღების დარღვევები.

ძალადობა გავლენას ახდენს ბავშვის განვითარების ყველა ასპექტზე: არღვევს ფიზიკურ ჯანმრთელობას, ინეტელექტუალურ განვითარებას, ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებას, სოციალურ უნარ-ჩვევებს.

ძალადობის მსხვერპლ ორსულს უჩნდება ბავშვი ჯანმრთელობის დარღვევით, მომავალში ეს ბავშვი შეიძლება გახდეს მოძალადე. არის ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ორი ტიპი – მოძალადის ტიპი, თავს აიგივებს მოძალადესთან, რაც შეიძლება თამაშის დროსაც გამოავლინოს. მსხვერპლის ტიპი – უმწეო, უსუსურ პოზიციას ირჩევს, ვლინდება დათრგუნვა, პასიურობა, შეიძლება მანიპულირებდეს საკუთარი უმწეობით.

გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ბავშვებში ძალადობის შედეგების იდენტიფიკაცია უნდა დაიწყოს ადრეულ ასაკში, საბავშვო ბაღის, სკოლის დონეზე კონფლიქტის აგრესიის მენეჯმენტით შესაძლებელია ნაადრევ ეტაპზე ეს ფაქტორი აღმოიფხვრას მომავალში და მივიღოთ ახალგაზრდა, ჯანმრთელი თაობა__ სასურველი იქნება თუ მუშაობა გაგრძელდება და მუნიციპალიტეტში შეიქმნება მულტისექტორული სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტება ფსიქოლოგით, სოციალური მუშაკით, ექიმით, პოლიციისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებით.

 

ეთერ ცხაკაია, ორგანიზაცია ,,ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა“: _ საქართველოს კანონის – ბავშვის უფლებათა კოდექსის 96-ე მუხლმა განსაზღვრა მუნიციპალიტეტების ვალდებულება შეიქმნას  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განმახორციელებელი სოციალური მუშაკების ქსელი. მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურში დასაქმებული უნდა იყვნენ სულ მცირე ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი, ბავშვის ფსიქოლოგი, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი.  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ინსტიტუციური თვალსაზრისით, ყველაზე უფრო ახლოს იმყოფებიან მოქალაქეების ცხოვრებასა და პრობლემებთან.

სოციალური მუშაკის კომპეტენციაა მოწყვლადი ბავშვისა და ოჯახის იდენტიფიცირება და მათი საჭიროებების შეფასება, ბავშვთან და ოჯახთან დაკავშირებული განსაზღვრული  შემთხვევების მართვა, ბავშვისა და ოჯახის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებებათა განხორციელების კოორდინირება. სოციალური მუშაკების ვალდებულებაა გამოავლინონ საჭიროებები და ადვოკატირება გასწიონ მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილების მიმღები პირების წინაშე, რათა დაინერგოს ოჯახის მხარდამჭერი, პრევენციული პროგრამები, რომლებიც შეინარჩუნებს ბავშვს ოჯახში. პრევენციული კომპონენტის პრიორიტეტულობა, ყველა მიმართულებით, წითელ ხაზად მიჰყვება ,,ბავშვის უფლებათა კოდექსს“ ბავშვის უფლებათა კონვენციას და სოციალური მუშაობის შესახებ კანონს.

პრევენციული კომპონენტის განვითარებისთვის საჭიროა, რომ მუნიციპალიტეტებმა შეიმუშაონ  საჭიროებებზე  დაფუძნებული და შედეგებზე ორიენტირებული პროგრამები. სამწუხაროდ, ასეთი პროგრამები არ არის მაინცდამაინც.

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა ადასტურებს, რომ აღზრდის არასწორი, ძალადობრივი  მეთოდები ითვლება ნორმად არა მარტო მშობლებში, არამედ სპეციალისტებშიც, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ და ეს დამღუპველია, პრევენციულ დონეზე ვერ ხდება პრობლემის აღმოჩენა და უკვე შედეგებთან გვიწევს მუშაობა.

ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა დაინერგოს და გაძლიერდეს ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, როგორიც არის პოზიტიური მშობლობა, პოზიტიური აღზრდა, პედაგოგებთან, მშობლებთან უნდა იმუშაონ სოციალურმა მუშაკებმა. მათ უნდა შეეძლოთ ძალადობის რისკების წინაშე მდგომი ბავშვების იდენტიფიცირება და დახმარება.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს პროექტი, რომელსაც ესწრებიან ექიმები, სოციალური მუშაკები, პოლიციელები, საბავშვო ბაღის პედაგოგები. ტრენინგის მონაწილეები შეირჩნენ  სხვადასხვა უწყებებიდან, ვინაიდან, მნიშვნელოვანია უწყებათა თანამშრომლობა ოჯახის ეფექტური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი და ცენტრალური სტრუქტურების თანამშრომლობა.

ჯანა კახიანი, ფსიქოლოგი,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი: _ პირველ რიგში უნდა დაინერგოს და გაძლიერდეს საგანმანათლებლო პროგრამები როგორიც არის პოზიტიური მშობლობა, პოზიტიური აღზრდა, პედაგოგებთან, მშობლებთან უნდა იმუშაონ  სოციალურმა მუშაკებმა, ფსიქოლოგებმა. ასევე, მათ უნდა შეეძლონ ძალადობის რისკების წინაშე მდგომი ბავშვების გამოვლენა,  დახმარება და საჭიროების შემთხვევებში მხარდაჭერა გაუწიონ ოჯახებს.

ეს პროექტი ემსახურება სხვადასხვა სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გამოვლენის, მათთან მუშაობის ფორმების გაცნობას, ასევე მშობლების განათლების და დახმარების გზების ჩვენებას. ამ ტრენინგს ესწრებიან ექიმები, სოციალური მუშაკები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, ფსიქოლოგები. პედაგოგები, პოლიციელები.  მსმენელებს გავაცანით ის მეთოდები და მიდგომები, რომლებსაც ვიყენებთ იმ ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობისას  რომლებიც იყვნენ ძალადობის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლები.

ტრენინგის მსვლელობისას სპეციალისტები ასევე გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:

 

  1. სკოლამდელი ასაკის ბავშვების ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდების გაცნობას.(გონებრივი განვითარების დონის საკვლევი, ფსიქოემოციური  და პიროვნების თავისებურებების კვლევის მეთოდები)
  2. გაცნობა იმ ფსიქოლოგიური, ფსიქოთერაპიული მეთოდების რომლებიც გამოიყენება სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან  მუშაობისას. (არტთერაპია, თამაშით თერაპია, ზღაპრითთერაპია, ქვიშით თერაპია და ა.შ.)
  3. გაეცნობიან მოზარდებთან მუშაობის სხვადასხვა ფორმებს.
  4. ოჯახთან მუშაობის სხვადასხვა ტექნიკებს. (საუბარი, ინდივიდუალური და ჯგუფური)

პირველ რიგში, მშობლობს უნდა ვასწავლოთ თუ  რა არის პოზიტიური აღზრდა,   ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების და მოზარდების ინფორმირებულობა უფლებების და მოვალეობების შესახებ. ხშირად მათ არ უნდათ ვალდებულების გაცნობიერება და უფლებებით მანიპულირებენ. ბავშვებში საჭიროა საინფორმაციო კამპანია ჩატარდეს და ეს კომპონენტი მოვიდეს თანხვედრაში მშობლების განათლებასთან.  ძალადობა არის სოციალური ფენომენი და მას მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში ვხვდებით, ამიტომ ყველა მშობლის  განათლებაა  მნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას სხვადასხვა დარგის სპეციალისტები გაუზიარებენ და გაავრცელებენ  თავის კოლეგებში, რაც გულისხმობს ე.წ. „კასკადურ“ სწავლებას. და ეს კი ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ სერიოზულ ნაბიჯს.

ლია კილაძე

ფართი დაფინანსებულია

 

მსგავსი სტატიები

  • 93
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 89
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 89
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 88
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…
  • 88
    არ იყო ადვილი ამ თემასთან შეჭიდება, რადგან იდგა ექვთიმე, იდგა საქართველო, ეროვნული განძის უკვე განვლილი მძიმე გზა - სამშობლოდან სამშობლომდე...ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთს, სოფელ ლიხაურში დაიბადა  ექვთიმე თაყაიშვილი, ახლა უკვე წმინდანად შერაცხული და საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად წოდებული დიდი მამულიშვილი. 17 ოქტომბერი, წმინდანად შერაცხვიდან 20 წელი... და დაბადებიდან 160 წლის იუბილე. ექვთიმობა, ოზურგეთში ერთ-ერთი ლამაზი დღესასწაულია თავისი  შინაარსობრივი და სულიერი გამოხატულებით. 17 ოქტომბერს  ექვთიმეს აჩრდილი კვლავ სტუმრობს  გურიას, ოზურგეთს, თავის საყვარელ…

არ გამოტოვოთ