კორონავირუსზე ასაცრელთა ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდა.
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 55 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეები, დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები ვაქცინაციის პროცესში 5 აპრილიდან ჩაერთვებიან.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღნიშნული ჯგუფები მაღალი რისკის მატარებლები არიან.
„ვაქცინაციის საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში 55 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან. ჩვენ დავაკვირდით, თუ რამდენად დიდია ინტერესი მოქალაქეებში, რომლებიც არიან 65 წელს ზევით. იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა სწორედ იმ ჯგუფს შორის, რომელიც 55-დან 65 წელს მოიცავდა.
ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება დიალიზზე მყოფ პაციენტებთან დაკავშირებით. მათთვის ხელმისაწვდომი გახდება ვაქცინა. სწორედ ეს ჯგუფი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი, რომელიც ჩართულია სოციალურ აქტივობაში და მათთვისაც ასევე გაიხსნება ფანჯრები. ისინი მიმაგრებული არიან კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში. მათი აცრა სწორედ იმ კლინიკაში მოხდება, სადაც გადიან დიალიზის თერაპიას.
ასევე მნიშვნელოვან ჯგუფად ჩავთვალეთ ადამიანები, რომელებიც არიან ორგანოგადანერგილები და შესაბამისად, ისინიც იქნებიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში.” -ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ასევე, იქმნება სათადარიგო სიები, რათა ვაქცინის დოზები არ დაიკარგოს. ვაქცინის იმ დოზებით, რომლის დაკარგვის რისკიც არსებობს, პოლიციელები და ჯარისკაცები აიცრებიან.
„იმისთვის, რომ დანაკარგი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მივიღეთ გადაწყვეტილება, პოლიცია და ჯარი ჩაერთოს პროცესში და შეიქმნას სათადარიგო სიები. ეს ადამიანები ვაქცინაციის პროცესში 5 აპრილიდან ჩაერთვებიან.” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინაცია 6 757 ადამიანს ჩაუტარდა.14 აპრილამდე კი 14 224 აცრაა დაჯავშნილი.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
მსგავსი სტატიები
- 60დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 59ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 50"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 4728 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 47ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…