დღეს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატში რაგბიში პირველი ლიგის გუნდებს შორის, ოზურგეთის „არწივებმა“ ზედა ექვსეულის აუტსაიდერს, თელავის „ჭადარს“ უმასპინძლა და 26:6 დაამარცხა.
ოზურგეთელთაგან თითო ლელო ლაშა პაპიძემ, მირზა შაინიძემ, გიორგი ბეჟანიძემ და გოჩა ჯიქიამ დადეს.
3 გარდასახვა ზურაბ ჟორჟოლაძემ შეასრულა, საიდანაც 2 წარმატებული აღმოჩნდა.
„არწივების“ შემადგენლობაში ბოლო 20 წუთი მთავარმა მწვრთნელმა კახა მაჩიტაძემ ითამაშა, რომელმაც ოზურგეთელთა ბოლო ლელოს შემდეგ ზუსტად შეასრულა გარდასახვა და ამით საბოლოოდ დააგვირგვინა „არწივების“ გამაჯვება და ახლა ისინი 18 ქულით მყარად არიან მე-4 ადგილზე.
წინა ტურში, თბილისში გათამაშების ფავორიტმა „არმიამ“ „არწივები“ 5:46 დაამარცხა. აქ ოზურგეთელები ცუდ მსაჯობასაც აღნიშნავდნენ. ამ ტურში კი „არმიამ“ გასვლით შეხვედრაში სამცხე-ჯავახეთში „ტაო“ 5:67 დაამარცხა.
ბოლო ტურში „არწივები“ თბილისის „ხვამლს“ უმასპინძლებს.
მსგავსი სტატიები
- 56დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 49საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 44დღეს, საქართველოს პირველობაზე რაგბიში პირველი ლიგის (ზედა ექვსეული) გუნდებს შორის გათამაშების მესამე ტურში . ოზურგეთის „არწივებმა“ თბილისის „ხვამლს“ უმასპინძლა. ოზურგეთელებმა ბოლომდე იბრძოლეს ამ მატჩში და სტუმრები 25:19 დაამარცხეს. ოზურგეთელთაგან გოჩა ჯიქიამ ორი ლელო დადო; თითო ლელო შოთა ცეცხლაძის და დათო ჩაუჩიძის ანგარიშზეა. ერთი ჯარიმა დაარტყა წარმატებით და ასევე ერთი გარდასახვა…
- 44ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 44საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…