„მთლიანი ლოკდაუნი არის საჭირო“ – გიორგი ფხაკაძე
„ახლა მთლიანი ლოკდაუნი არის საჭირო“ _ ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
ფხაკაძე კომპეტენტურ პირებს აუცილებლად გასათვალისწინებელ რეგულაციებს ახსენებს:
„ვაქცინაცია „ფაიზერით“ 12 წლის ასაკიდან
⚪ ბუსტერი („ფაიზერის“ მე-3 დოზა) ყველას 40 წლის ასაკის ზევით და ქრონიკული პაციენტებისთვის
⚪ სამედიცინო პირბადის უნივერსალური გამოყენება 2 წლის ასაკიდან (ყველგან/ყველასთვის/გარეთ/შენობაში)
⚪ ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება/დისტანციის დაცვა
⚪ კომენდანტის საათი 20:00- 6:00 (ისე ახლა მთლიანი ლოკდაუნი არის საჭირო, მაგრამ ვერავინ გაბედავს ამის თქმას, ჩემს გარდა)
⚪ სკოლების/უნივერსიტეტების, ოფისების დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა ნოემბრამდე
⚪ კოვიდ საშვების ამოქმედება
ავიღოთ საფრანგეთის მაგალითი და ნუ გამოვიგონებთ ახალ ველოსიპედს.
ისე, აფთიაქებმა სამედიცინო პირბადე 10 თეთრად რომ გაყიდონ, ამით არ გაკოტრდებიან. ყველა „არგამოყენებული“ რეანიმაციული საწოლი უნდა გადავიდეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დროებით მართვაში 2 თვით. ვისწავლოთ ამ ვერაგ ვირუსთან თანაცხოვრება ეს შესაძლებელია“, _ წერს გიორგი ფხაკაძე.
ამ ინფორმაციას pia.ge ავრცელებ.
მსგავსი სტატიები
- 61რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 5328 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 52ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 49"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 49საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…