სოფლის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში წლეულს 31 000 ლარის სამუშაოები უნდა შესრულდეს. სილაურში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის გოჩა ჯანხოთელის თქმით, ეს სამუშაოები მალე დაიწყება და წლეულსვე დამთავრდება.
_„სოფელში მალე დაიწყება პრიორიტეტულად მიჩნეული გარე განათების მოწყობა. სოფლის ცენტრში უკვე დამონტაჟებულ 53 ელექტროსადენის ფარს, ამჯერად უბნებში დაემატება 17 ანალოგიური ფარი და 60-ვატიანი ე. წ. მზის პანელი, რომლის გარანტია ხუთ წელს შეადგენს. ერთი ასეთი პანელი სოფელში უკვე დგას და ხარისხიანადაც მუშაობს. მოხდება სოფლის შემოსასვლელი გზის რეაბილიტაცია და აიგება ახალი, კეთილმოწყობილი მოსაცდელი. ამ სამუშაოებს სულ 27 ათასი ლარი მოხმარდება, დანარჩენი 4 ათასამდე ლარით, მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, შეიძენენ დ-20-იანი დიამეტრის 3 კილომეტრი სიგრძის მილებს“, _ აღნიშნა ჯანხოთელმა.
მანვე გვითხრა, რომ სოფელს გარკვეული დახმარება გაუწია აქ მოქმედმა ქვა-ღორღის მომპოვებელმა კომპანიამ „ქიუ ემ სი“:
_„ამ კომპანიამ სოფლის მოსახლეობას გარკვეული ფინანსური დახმარება გაუწია საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებისას, თანადაფინანსებით (17 ლარი ყოველ ათას მეტრზე) მონაწილეობა მიიღო საყანე ფართობების მოხვნაში. ამ გზით დამუშავდა 50 ჰექტარზე მეტი საყანე ფართობი. სოფელს შეუძინა 14 ცალი ეკლიანი მავთული ხსენებული ფართობების ღობეების შესაკეთებლად. გარდა ამისა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილი უზრუნველყო სამშენებლო ინერტული მასალით, სახლში მიტანით“, _ დასძინა ჩვენთან საუბარში სოფლის თავკაცმა.
მსგავსი სტატიები
- 47ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 42დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 41ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 37რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 35"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…