არავითარი დაპირისპირება არ არის გუნდში _ თუ ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს, _ ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ეკატერინე ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებისა და თანამდებობაზე მისი შესაძლო დანიშვნის თაობაზე დასმულ კითხვას.
თალაკვაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრად ყველაზე ღირსეული კანდიდატურა იქნება შერჩეული.
„დაპირისპირება არის ჰაერიდან მოტანილი თემა ზოგიერთი ოპოზიციური ტელევიზიის მიერ, რომელსაც საკითხები და დღის წესრიგი ამოწურული აქვთ, ან უბრალოდ იგნორირებას უკეთებენ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს დღეს.
რასაკვირველია, არავითარი დაპირისპირება არ არის გუნდში და ბრიფინგმაც, რომელიც ჩაატარა მინისტრმა დაგვანახა, რომ აბსოლუტურად მშვიდ გარემოში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.
მე მინდა წარმატება ვუსურვო ქალბატონ ეკატერინეს შემდეგ საქმიანობაში, ასევე მინდა გითხრათ, რომ ახალი მინისტრის კანდიდატურა შიდა პოლიტიკური კონსულტაციებით იქნება შერჩეული და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მინისტრის დანიშვნა და კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მისი პრეროგატივა გახლავთ. შესაბამისად, საზოგადოებასაც ის გააცნობს ამ გადაწყვეტილებას. მესმის, რომ თქვენ გინდათ, რომ გაუსწროთ მოვლენებს და პირველებმა შეატყობინოთ საზოგადოებას თუ რა გადაწყვეტილებები განიხილება, მაგრამ როგორც გითხარით, ეს გადაწყდება კონსულტაციებით, გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ_მინისტრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოცემულობაში, ამ ამოცანებთან მიმართებაში ყველაზე ღირსეული კანდიდატურა იქნება შერჩეული, თუ ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი“, _ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მსგავსი სტატიები
- 60რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 6028 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 56საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 56"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 56ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…