უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბირთვული ძალების განსაკუთრებულ მზადყოფნაში მოყვანის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს „კატასტროფა იქნება“.

_ „თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ეს მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება. მაგრამ ეს ჩვენ არ გაგვტეხს“, – განაცხადა მან.

კულებას თქმით, პუტინმა ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე საუბარი დაიწყო და მას სურს უკრაინაზე ზეწოლა გაზარდოს.

_„მაგრამ ჩვენ არ ავყვებით ამ ზეწოლას. ჩვენ მივუდგებით ამ მოლაპარაკებებს ძალიან მარტივად. ჩვენ მივდივართ იქ, რათა მოვუსმინოთ რას ამბობს რუსეთი და ვეტყვით რას ვფიქრობთ ამ ყველაფერზე. უკრაინა არ ეცემა. ჩვენ სისხლი გვდის, მაგრამ ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ თავის დაცვას”, _  განაცხადა კულებამ.

დიმიტრი კულებას განცხადებით, უკრაინის დელეგაცია რუსეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

„თუ ამ მოლაპარაკებების შედეგი იქნება მშვიდობა და ომის დასრულება, ეს მისასალმებელია. მაგრამ, ნათლად ვაცხადებ, რომ არ დავნებდებით, კაპიტულაცია არ იქნება, არ დავთმობთ ჩვენი ტერიტორიის არცერთ ნაწილს. არ არის ჩვენი ბრძოლის მიზანი“, _ აღნიშნა კულებამ.

მსგავსი სტატიები

  • 69
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 69
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 65
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 65
    „მომწყურდი საოცარი ძალით“  ოცდამეშვიდე-ოცდამერვე  წერილი როცა 1983 წლის იანვარში მოსკონცერტის დირექტორმა კონსტატინ ბულგაკოვმა მოსკოვის საპასპორტო სამართველოსაგან უარი მიიღო, ჩემი ოჯახის მოსკოვში ჩაწერაზე, გადაწყვიტა ჩვენი, გოგის და ჩემი წარდგენა რუსეთის სახალხო არტისტების წოდებაზე! ყველა საჭირო საბუთები: ოფიციალური დახასიათებები, შუამდგომლობები იქნა გადაგზავნილი რუსეთის კულტურის სამინისტროში და ამავე დროს მოსსოვეტის კულტურის მთავარ აღმსრულებელი სამართველოს ხელმძღვანელთან…
  • 64
    ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…