დღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მზიანში (ასკანის თემი) საბავშვო ბაღის შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის მეხანძეებმა შეძლეს ცეცხლის ლიკვიდაცია.

როგორც ა (ა) იპ ოზურგეთის ბაღების გაერთიანების უფროსმა მაკა ჭყონიამ გვითხრა, ცეცხლი ჭერს სავარაუდოდ შეშის ღუმელის მილიდან გამოტყორცნილი ნაპერწკლის საშუალებით გაუჩნდა.

_მეხანძრე-მაშველები დროულად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. დროულად მოხდა ბაღის არსაზრდელების ევაკუაცია. დამწვარია შენობის ჭერის და  სახურავის ნაწილი.  შენობის რეაბილიტაცია შესაძლებელია _გვითხრა მან.

სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კიდევ ორი საბავშვო ბაღის შენობას გაუჩნდა ცეცხლი. დაბა ნასაკირალში ხანძრისაგან ნაწილობრივ დაიწვა ბაღის შენობა, ხოლო 2021 წლის აგვისტოში სოფელ ნაგომარში ღამით მთლიანად დაიწვა ახლადგარემონტებული სოფლის ადმინისტრაციული შენობა, სადაც საბავშვო ბაღი და სოფლის საექიმო ამბულატორია იყო განთავსებული.

მსგავსი სტატიები

  • 55
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 54
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 43
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 43
    გურიაში აშენდება 17 და რეაბილიტაცია ჩაუტარდება  8  საბავშვო ბაღსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გურიის რეგიონში მიმდინარე წელს  17 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა დაიწყება. 14 საბავშვო ბაღზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ხოლო დარჩენილ 3 პროექტზე პრეტედენტი მოწვეულია ხელშეკრულების გასაფორმებლად.   2023 წელს დაიწყება შემდეგი ბაღების მშენებლობა: ქ.ოზურგეთის N8 საბავშვო ბაღი სოფელ მერიის…
  • 41
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…